10:08 19-05-2017
გიორგი შერმადინი ესპანეთში თვის საუკეთესო მოთამაშედ მაისშიც დაასახელეს [VIDEO]
AutoSharing Option
მაისის თვე არასრული გახლდათ, რადგან რეგულარული ჩემპიონატის მხოლოდ 3 მატჩი ჩატარდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი სამივეში გამორჩეული იყო და მთლიანობაში თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
მაისის თვეში შერმადინისთვის საუკეთესო "ვალენსიასთან" მოგებული შეხვედრა იყო, რომელშიც 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის 32-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
- გიორგი შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური [VIDEO]
გიომ მორიგი ორმაგი დუბლი მადრიდის "რეალთან" დრამატულ მატჩში მიითვალა, რომელიც ანდორელებმა ოვერტაიმში დათმეს. ქართველი ცენტრის მონაგარი 18 ქულა, 14 მოხსნა და 1 დაფარება იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 30-ს უდრიდა.
- გიორგი შერმადინის 18 ქულა და 14 მოხსნა "რეალის" წინააღმდეგ [VIDEO]
შერმადინისთვის ყველაზე დაბალშედეგიანი "ბეტისთან" წაგებული მატჩი გამოდგა, როდესაც 6 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და დაფარება მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტად 15 ეწერა.
შედეგად, "მორაბანკ ანდორას" ლიდერის მაისის საშუალო მაჩვენებლები 15.3 ქულას, 11.7 მოხსნას, 1.3 პასს, 0.7 ჩაჭრასა და 1.0 დაფარებას გაუტოლდა, სარგებლიანობის კოეფიციენტად კი 24.7 დაფიქსირდა, რაც ესპანურ ლიგაში ვერავინ გადაფარა.
სათქმელია, რომ ჩემპიონატის სამ საკვანძო სტატისტიკურ მონაცემში შერმადინი საუკეთესო სამეულში ტრიალებს. ის მეორეა საშუალო მოხსნებსა (7.59) და სარგებლიანობის კოეფიციენტში (21.3) და მესამე - ქულებში (15.3).
შეგახსენებთ, რომ 24 მაისიდან შერმადინს, ბექა ბურჯანაძესა და მათ თანაგუნდელებს პლეი ოფის მატჩები ელით, ანდორელთა მეტოქე კი უმთავრეს ფავორიტად შერაცხული "რეალი" იქნება, რომელიც შიდა ბატალიებზე ევროლიგის "ოთხთა ფინალის" მერე გადაერთვება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგარი ხარ გიოო!!! კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ. ნბა-ში მინდა გიხილო მალე...))
0
0
გიორგი გილოცავ. გაიხარე, შენი დიდი იმედი გვაქვს ეროვნულში. გფარავდეს უფალი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული