"მუქარა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაჩნდა, ნაწილობრივ გრეგ პოპოვიჩის დამსახურებაა"

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" ლიდერთან, კავაი ლეონარდთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას ოჯახმა სოციალურ ქსელებში მუქარის წერილები მიიღო.

ფაჩულიას თქმით, ის ვერ შეეგუება იმას, რომ "სან ანტონიოს" მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ასეთ დაუფიქრებელ კომენტარებს აკეთებდეს.

68 წლის სპეციალისტმა ცეცხლს ნავთი დაასხა, როდესაც მატჩისშემდგომ კომენტარში ფაჩულიას ბინძური მოთამაშე და "მკვლელიც" კი უწოდა.

"ვის ანაღვლებს, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა", - განაცხადა "სან ანტონიოს"  მწვრთნელმა.

"მკვლელობა, იცით, რა არის? შეიძლება საჭესთან იჯდე, ტელეფონზე მესიჯს აგზავნიდე და ვინმე გაიტანო. ამ დროს შენ
ადამიანის მოკვლის განზრახვა სულაც არ გქონია, მაგრამ მაინც ციხეში მიდიხარ. მე მხოლოდ ის მანაღვლებს, რაც საკუთარი თვალით დავინახე და რაც სინამდვილეში მოხდა", - აღნიშნა პოპოვიჩმა.

- გრეგ პოპოვიჩი ფაჩულიასა და ლეონარდის მომენტზე: ეს საშიშია, ეს არასპორტულია!

ამ სიტყვებს სოციალურ მედიაში რეაქციები მოჰყვა და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სკოლაში, სადაც ფაჩულიას შვილები დადიან, დაცვა გააძლიერეს.

"პოპოვიჩს ყველაფერს არ ვაბრალებ, თუმცა მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე და სამწუხაროდ, ყველას ინტელექტს ვერ გააკონტროლებ, - განაცხადა ფაჩულიამ, რომელსაც 8, 7 და 4 წლის შვილები ჰყავს. - გულშემატკივარმა მოისმინა მესიჯი და თქვა, "ოქეი, რადგან პოპოვიჩმა თქვა, ესე იგი, ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ". ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს ნუ შეეხებიან.

როგორც ადამიანი, როგორც კაცი, მე არ ვარ წინააღმდეგი, მასთან საქმე დავიჭირო, მაგრამ ძალიან არ მინდა, ამაში ჩემი ოჯახი იყოს გარეული. ჩემს ცოლსა და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და ისინი უდანაშაულონი არიან ამ სიტუაციაში. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ. ყველაფერი პოპოვიჩის ბრალი არ არის, მაგრამ მას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის", - აღნიშნა ფაჩულიამ USA Today-სთან საუბრისას.
იხილეთ კავაი ლეონარდის ტრავმის მომენტის ვიდეო
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ თავად კავაი ლეონარდმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ფაჩულიამ განგებ დაუდო ფეხი.

- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- Zaza Pachulia, family threatened after Kawhi Leonard incident

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
ფაჩულიას ფეხზე დახტომამდე ლეონარდმა იმ თამაშში ორჯერ მიიღო ტრავმა და კოჭლობდა; მათ შორის ერთი - ზუსტად ისეთნაირად დაახტა სათადარიგოზე მჯდომი თავისიანის დევიდ ლის ფეხს და კაი ხანს ოთხოთ იარა. ზაზა ფეხს ჯიბეში ვერ ჩაიდებდა და წესით ამხტარმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას ახტებოდა!
მოჭადრაკე ხომ არაა, სად გაგონილა ტრავმაზე ამდენი ისტერიკა
რაც შეეხება პოპოვიჩს, ბებერი სკლეროზიანის ნაჩურჩუტებს თუ ამდენი ადამიანი აჰყვა, კარგად ჰქონიათ საქმე
მერაბი გ.
10:10 23-05-2017
0
გაიძვერა პოპოვიჩი მიხვდა რო ვერაფერს გააწყობდა გოლდენთან და ზაზას შეაწმინდა ხელი. არადა ლეონარდი ტრამვირებული თამაშობდა ..
ქართველი
08:04 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული