nbcsports.com: NBA-ს ფინალის ბედი ზაზა ფაჩულიაზე დიდად იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ის NBA-ს ფინალის პირველ მატჩში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ, "გოლდენ სტეიტის" ერთადერთმა ტრავმირებულმა მოთამაშემ "სან ანტონიოსთან" სერიაში, გუნდის სამივე ვარჯიშში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო. მას პრობლემა არ ჰქონია მარჯვენა ქუსლზე. ასე რომ, ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და სერიის პირველ თამაშს ის სასტარტოში დაიწყებს.

"გუნდმა ყველანაირი სახის ვარჯიში შეასრულა და ზაზამ მათში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო" - აცხადებს დროებითი თავკაცი მაიკ ბრაუნი", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

nbcsports.com-ის ინფორმაციით,
ზაზა ფაჩულიას "კავალიერსთან" ფინალურ სერიაში უდიდესი როლი ექნება:

"კლივლენდს" ორი კარგი მეფარე ჰყავს, ტრისტან ტომპსონი და კევინ ლავი, პლუს, ლებრონ ჯეიმსიც ხშირად ხსნის ბურთებს. ზაზა მათ უნდა დაუპირისპირდეს. სანამ გაგიფიქრებიათ, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა იქნება, გეტყვით, რომ რეგულარულ სეზონში ზაზამ "კლივლენდთან" მატჩში 12-ჯერ მოხსნა ბურთი, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" დიდი ანგარიშით მოუგო მეტოქეს.

ის პირველი მაღალია "გოლდენ სტეიტის" როტაციაში. ცოტა დრო ჯავალ მაკგისაც შეხვდება, თუმცა ელოდეთ, რომ "გოლდენ სტეიტი" ხშირად გამოიყენებს "დაბალ", მობილურ ხუთეულს.

თუკი ზაზა ამ სერიაში საშუალოდ 18 წუთით დაეხმარება გუნდს, ეს იქნება დიდი პლუსი გუნდისთვის. ზაზა ძლიერია ფარქვეშ და მას შეუძლია საკუთარი ფარის დაცვა. ის ახლა ჯანმრთელად არის და მზად არის ბრძოლისთვის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კლივლენდთან ბედს ფაჩულია გადაწყვეტს, უკვე მერამდენედ ვიმეორებ...
თენგიზი
29 მაისი 2017 20:15
0
ვახო რომელ გობერზე ლაპარაკობ 100-დან 100 საჯარიმოს რომ ვერ აგდებს?
დათო
29 მაისი 2017 20:06
0
უდავოა, რომ ზაზა არამარტო საუკეთესო კალათბურთელი არამედ საუკეთესო სპორტსმენია დღესდღეობით. თუ გოლდენ სტეიტი არ გიყვარს და ამ ლებრონით ხართ გაგიჯებულები (დარწმუნბული ვარ ორი თამაში გექნებათ სულ ნანახი და ნორმალურად არც ბიოგრაფია გეცოდინებათ) ზაზაზე რას ანთხევთ ბოღმას. ზაზა ასრულებს უდიდეს როლს მაგ გუნდში და ზუსტადაც გადამწყვეტი იქნება ლებრონის და ირვინგის გაჩერებაში. ის რაც შარშან ვერ შეძლო "დაბმა" წელს გააკეთებს ზაზას დახმარებით.
ფარი
29 მაისი 2017 19:36
0
დიდი იმედით და მღელვარებით ველი ფინალს.ვიცი,რომ ზაზა თავს არ შეირცხვენს და მასზე დაკისრებულ ფუნქციებს თავს კარგად გაართმევს.ძალიან ძლიერები არიან მეტოქეები ფიზიკურად,მაგრამ მაინც.თუ მსროლელებს თამაში წაუვიდათ,მაშინ ზაზას და სხვა ცენტრებს დიდი შეღავათი მიეცემათ.
ზაზს მნიშვნელობას გუნდის შტაბი უსვავს ხაზს,აი ვახოს პოსტებს რომ ვკითხულობ.მაგაზე კი მექმნება შთაბეჭდილება,რომ ვახო დათვის ბიძაშვილია და არა ზაზასი.(ნახეთ ფილმიდან "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში").
მაპატიე ვახო,მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო თუ არა მეორე გუნდის ძირითადი ხუთეულის წევრის,თანაც შენი თანამემამულის,ასე გაბიაბრუება,სხვანაირად ვერ შეფასდება.
სოსო
29 მაისი 2017 18:46
0
მოკლედ..სტეიტი სახში ორივე თამაშს მოიგებს მერე ვნახოთ თამაში გვიჩვენებს,,რათქმაუნდა ზაზაზე გადის ფინალის ბედი..და იციტ რატომ გასულ სეზონს სტეიტი დამარცხდა ზუსტად მოხსნების და ფარქვეშ თამაშით 3-ით ერთს იგებდა და ის ფინალი მარცხით დაამთავრა..და კიდევ სტეიტი წელს ზან ძლიერია დურანტიც მშვენიერ ფორმაშია...მემგონი წელს არ გაუჭირდებათ გოლდენის ბიჭებს..კლივლენდიც წელს არა ის გასულ სეზონშირო იყო ზან გაზლიერდა კორვერის დამატება და გამოცდილი ვილიამსის ზანნ აძლიერებს ისცად ძლიერ გუნდს.მაგრამ ზუსტად მაგასააქ მუღამი რო მასეთ ზლიერს მოუგო ფინალლი..ზაზა უბეჭეტოდ არ ჩამოხვიდე იცოდეე შენთან ვართ..ზაზა ჩემპიონ ნბა ..მეგრელია და რამეს მოუხერხებს ლებრონს როგორც კავაი ლეონარდს მოუხერხა
data tutashxia
29 მაისი 2017 18:41
0
vaxo-მ თავისი აზრი გამოთქვა, თანაც ისე, რომ არავისთვის მიუყენებია შეურაცყოფა და რა საჭიროა ასეთი ცინიკური კომენტარები მის მიმართ? სპორტზე დაპოსტეთ და არა ერთმანეთზე. ახლა რომ დაიწყებთ შენ და ვახო ერთი და იგივე ხართო ვიცი, მაგრამ მინიმუმ ვახომ ხომ იცის ასე რომ არ არის. წარმატებები ზაზას და ყველა ქართველ ლეგიონერს! მადლობა ადმინს კიდე, რომ ასე ხარისხიანად მუშაობს!!!
ნათია
29 მაისი 2017 18:05
0
გაგიჟებით მინდა დასავლეთის გამარჯვება და ჩვენი ზაზას გაჩემპიონება, მაგრამ აღმოსავლეთს ორი მეფე ყავს - ლებრონი და კაირი.
ALONZO
29 მაისი 2017 17:59
0
ამწუთას ვინმე VAXOს პოსტი წავიკითხე და უსიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი: ვერ გამიგია-რატომ ცდილობენ ზოგიერთები ზაზას დამცირებას და გუნდში მისი წვლილის დაკნინებას?
გიორგი ჯანიკაშვილი
29 მაისი 2017 17:55
0
ერთი სული მაქ როდის დაიწყება, მიდი ზაზუშ.
sabonis
29 მაისი 2017 17:48
0
ვახო შე განათლებულო, nbcsports.com ის ექსპერტებმა შენზე ცოტა უკეთესად იციან კალათბურთი, მით უმეტეს ნბა. რაც იცი იმაზე წერე კომენტარები, კალათბურთს შეეშვი.
Jarji
29 მაისი 2017 17:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული