ზაზა ფაჩულია - უკან "ქორებში"? მას ჯერ კიდევ აქვს სახლი ატლანტაში

AutoSharing Option
Atlanta Journal Constitution-ის ბლოგში გამოქვეყნდა სტატია: "დაიბრუნონ თუ არა "ქორებმა" ფაჩულია", რომელსაც აქვე გთავაზობთ.

"ჰოუკსს" ესაჭიროება ცენტრფორვარდი, ზაზა ფაჩულიას სჭირდება ახალი გუნდი. მაშ, შეიძლება მათი ისევ გაერთიანება?

1-ელ ივლისს "ჰოუკსს" მხოლოდ ერთი ცენტრი ეყოლება და ისიც მაილს პლამპი, ზაზა ფაჩულია კი თავისუფალი აგენტი იქნება. ფაჩულია, რომელმაც ახლახან "უორიორსთან" ერთად ჩემპიონის ბეჭედი მოიპოვა, 2005-13 წლებში "ატლანტაში" თამაშობდა და ფანების ფავორიტიც იყო.

არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, რომ ასეთი გარიგება შეიძლება მოხდეს, მაგრამ NBA-ს სამ ექსპერტს ვესაუბრეთ და ყველამ განაცხადა, რომ მათ არ
გაუკვირდებათ, თუ ზაზა ატლანტაში დაბრუნდება.

ფაჩულია აქედან 2013 წელს გადავიდა "მილუოკიში", როგორც თავისუფალი აგენტი. იქ ორი სეზონი გაატარა, შემდეგ იყო "დალასი" და "გოლდენ სტეიტი". გასულ სეზონში ის საშუალოდ 18 წუთში 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აკეთებდა. და რაც მთავარია, ზაზას კვლავ აქვს სახლი ატლანტაში.

"ჰოუკსის" გენერალური მენეჯერი ტრევის შლენკი ახლახან გადმოვიდა "გოლდენ სტეიტიდან". ის კარგად იცნობს ზაზას.

"ჰოუკსს" ბევრი არჩევანი აქვს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე. მაიკ მუსკალა თავისუფალი აგენტი ხდება და ის შეიძლება დარჩეს გუნდში. ლიგაში ისეთი ცენტრები არიან ხელმისაწვდომნი, როგორებიც გრეგ მონრო, დუეინ დედმონი, ნენე, ჯაველ მაკგი, ენდრიუ ბოგუტი და სხვები არიან.

არსებობს კიდევ ტრეიდის ვარიანტიც. მაშ, რას ფიქრობენ "ატლანტას" ფანები - შეეცადოს "ჰოუკსი" და დააბრუნოს ზაზა ფაჩულია გუნდში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული