ზაზა ფაჩულიამ ცენტრში აგდება მოიგო, დრეიმონდ გრინმა შორეული პასით სტეფ კარი მოძებნა, რომელმაც დიდებული პასით კევინ დურანტს ჩაატენინა. კომბინაცია საოცრად ლამაზი და ელვისებური გამოვიდა, რომელშიც "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულის 4 წევრი მონაწილეობდა (კლეი ტომპსონის გარდა).
დრეიმონდ გრინი, რომელიც ლიგის საუკეთესო დამცველ კალათბურთელადაც დაასახელეს, ამბობს: "ეს არ არის ინდივიდუალური პრიზი, მოედანზე ხუთნი ვართ და ჩემი პრიზი ყველას დამსახურებაა".