ამერიკული მედია: დიდი ალბათობით, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტიდან" წავა

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, "გოლდენ სტეიტის" როტაციის სამივე ცენტრი - სასტარტო ზაზა ფაჩულია და მისი შემცვლელები, ჯაველ მაკგი და დევიდ ვესტი, თავისუფალ აგენტად გახდომის შემდეგ სხვა კლუბებს მიაშურებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ხდება.

"ცენტრის პოზიცია, სავარაუდოდ, ყველაზე დამაფიქრებელია - ზაზამ, ვესტმა და მაკგიმ ყველასთვის მოულოდნელად, ძალზე კომპეტენტური დამატება შექმნეს "გოლდენ სტეიტის" 4-თავიანი მონსტრისთვის.

ძალიან მოულოდნელი იქნება, თუკი "უორიორსს" ყველა აუცილებელი ოპერაციის შემდეგ ბიუჯეტში იმაზე მეტი დარჩეს, რომ თითოეულ მათგანს ვეტერანის მინიმუმზე მეტი შესთავაზოს.

არადა, სამივეს
გაცილებით უკეთესი კონტრაქტის დაბევება შეუძლია სხვა რომელიმე კლუბში", - წერს The Mercury News.

Marin Independent Journal: "ლივინგსტონი, კლარკი, ფაჩულია, ვესტი და მაკგი, უფრო დიდი ალბათობით, გუნდიდან წავლენ".

"ბარნსსა და ფაჩულიას შეუძლიათ სხვა გუნდში გაცილებით მაღალი ანაზღაურების მიღება და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი კონტრაქტები იყოს ლიგაში, ასეც არის მოსალოდნელი", - წერს The Pioneer.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც ასე ვფიქრობ, ზაზაა უჩინო გლადიატორი იყო, რომელიც პირველ ძლიერ შეწმოტევას ყოველთვის აბეტონებდა,შემდეგ კი ერთვებოდნენ კავალერისტები და ყველაფერი უადვილდებოდათ
ნიკოლოზი
30 ივნისი 2017 10:07
0
მეც ასე ვფიქრობ, ზაზაა უჩინო გლადიატორი იყო, რომელიც პირველ ძლიერ შეწმოტევას ყოველთვის აბეტონებდა,შემდეგ კი ერთვებოდნენ კავალერისტები და ყველაფერი უადვილდებოდათ
ნიკოლოზი
30 ივნისი 2017 10:04
0
ზაზას გარეშე ლებრონის გაჩერება გაუჭირდებათ. ტომპსონს უფრო გაუშვებენ ვიდრე ზაზას
არ წავა
29 ივნისი 2017 22:38
0
ამერიკული მედია იმასაც იძახდა, რომ იანვარში დიდი ალბათობით ფაჩულიას გაუშვებენო, ახლა წერენ მეტის ღირსია და იმიტომ წავაო, ზაზა დარჩება იმიტომ, რომ უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებენ, პლუს მას თვითონ დარწმუნებული ვარ უნდა გოლდენში დარჩენა, ერთი ბედნიერი წელი კიდევ გვაჩუქე რა ზაზა!
Bmb
29 ივნისი 2017 19:52
0
Zazas gareshe lebroni da leonardi yvelas gadauvlis....
Joni
29 ივნისი 2017 18:17
0
ვესტი ასიანი წავა, ვინაიდან გოლდენმა უკვე აიყვანა ახალგაზრდა მძიმე ფორვარდი ჯორდან ბელი, ზაზაც დიდი ალბათობით წავა, მაკგი კი დარჩება და მინიმალურზე ითამაშებს.
tanto
29 ივნისი 2017 17:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული