ჰოდა, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები "დეტროიტ პისტონსთან" საშინაო მატჩში ფავორიტებად ითვლებოდნენ და სტატუსი გაამართლეს კიდეც: მესამე პერიოდში 30:19 იმარჯვეს და გადამწყვეტი რაუნდის წინ ისეთი უპირატესობა დაიბევეს, დეტროიტელებმა მისი გაბათილება ვეღარ შეძლეს.
საბოლოოდ, 98:86 "მილუოკი ბაქსის" სასარგებლოდ.
ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და სულ 18 წუთი ითამაშა. დრო უქმად ნამდვილად არ დაუკარგავს: ზაზამ 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა,
საინტერესოა, რომ 8-დან 6 ქულა ფაჩულიას მეოთხე პერიოდში ჰქონდა.
მატჩში ყველაზე მეტი "მილუოკის" გამთამაშებელმა ბრენდონ ნაითმა ჩააგდო - 20 ქულა. "ატლანტაში" ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა ჯოშ სმიტმა კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა: 11 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.
დღეს, გამთენიისას "მილუოკი" "მინესოტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 103:86 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 19 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაში აქტივში 6 ქულა ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შემდეგ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე აღზევდა. მილუოკელებს 9 მოგება და 7 მარცხი აქვთ.