ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება "ტორონტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
29 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:111 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 17:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ტორონტოელმა დერონ დეროზანმა დააგროვა. ყველაზე მეტი, 17 მოხსნა კი კევინ დურანტის ანგარიშზეა, რასაც ფორვარდმა 22 ქულა, 7 პასი და 5 ბლოკი მიამატა.

სტეფ კარიმ 28 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე 21 ქულაა. ასევე ორმაგი დუბლი
გააკეთა დრემოინდ გრინმა, რომელმაც 14 ქულა და 10 პასი მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

28 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, დილით, ჩვენი დროით 07:30 საათზე "დალასთან" გამართავს. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ზაზა ფაჩულიამ სწორედ "დალასში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა აკრიტიკებს უცხოურ საიტებზე! მართლა უღიმღამო თამაშობს! სიამაყე და მომენტი თვითდაჯერება აკლია! რაღაც მომენტებში დგას კალათადთან ღია და ეძებს ვის მისცეს პასი ! სირცხვილი უკვე! ყველაზე მეტად მაგას აკრიტიკებდნენ უცხოელები
სანდრო
20:22 29-12-2016
0
ზაზა მაგარი ხაარ!
შოთა
13:21 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული