ბესიკ ლიპარტელიანი: გამოაშკარავდა ახვლედიანის მორიგი ტყუილი!

AutoSharing Option
სურათზე: პატრიკ ბაუმანი, ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილი

31 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ამ ორგანიზაციისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის.

ფიბა-ს გენერალურ მდივანთან, პატრიკ ბაუმანთან და ფიბა-ს განვითარების მენეჯერ ზორან რადოვიჩთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს.

შეხვედრის დეტალებზე ჩვენი ფედერაციის მხრიდან მისი მონაწილეები გვესაუბრებიან:

- ეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, რომელსაც ადგილი ყოველწლიურად აქვს. ფიბა-ს ხელმძღვანელობას ჩავაბარეთ ტრადიციული ანგარიში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, მათი ევროპის ჩემპიონატებზე
გამოსვლის, ეროვნული ჩემპიონატის, ფიბა-სა და ფიბა-ევროპის პროგრამების საქართველოში განხორციელების შესახებ.

- საუბარი შეეხო რამდენიმე სამართლებრივ ასპექტს, რომელთა დამახინჯებას საქართველოში გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ.

- პირველ რიგში, რაც ჩვენთვის იყო მოულოდნელი, ფიბა-მ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2012 წლის 4 და 5 დეკემბერს საკალათბურთო კლუბებს - "შსს-აკადემიას" და "არმიას" - დაქირავებული ბელგიელი ადვოკატის საშუალებით მიუმართავთ ფიბა-სთვის, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდების რედაქციასთან დაკავშირებით მონიტორინგი და აუდიტი.

- ფიბა-მ ძალიან მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, რომ წესდებასთან მიმართებაში ყველაფერი წესრიგშია და ამ საკითხთან დაკავშირებით ფიბა აღარ შეეწუხებინათ, რადგან ეს არის მხოლოდ მისი და მისი წევრი ეროვნული ფედერაციის განსახილველი და შესათანხმებელი საკითხი.

ფიბა-მ ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეს, ეთანამშრომლა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, თუკი რამე კონკრეტული საკითხი ჰქონდა და ყოველივე მასთან განეხილა.

- ამ ნაბიჯიდან ცხადი ხდება, რომ დაინტერესებულ ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა არჩეული ტყუილის გზა, რითაც შეცდომაში შეიყვანდა სხვადასხვა საკალათბურთო სტრუქტურას. გასული დეკემბრიდან კლუბების მიმართ განხორციელებულმა მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა შეცდომაში შეიყვანა.

ახლა, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, გვსურს, მივმართოთ კლუბებს, რომ მომავალში, სანამ გადადგამენ რაიმე ნაბიჯს, კარგად აწონ-დაწონონ მისი მიზანშეწონილობა და გამოიჩინონ კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

- ფიბა-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე "ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს", რომლით ცრუ აპელირებითაც მერკანტილური მიზნებით შექმნილი ორგანიზაციის - "კალათბურთელთა კავშირის" თავმჯდომარე, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი დიდი ხნის მანძილზე ახდენდა ტყუილების ტირაჟირებას და ურცხვად აცხადებდა, რომ ეს სახელმძღვანელო არის კანონი და არა რეკომენდაციები.

- ფიბა-ს გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა პირდაპირ მიგვითითა ამ სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც შავით თეთრზე წერია:

"პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ფიბა-ს ახალი სახელმძღვანელო ეროვნული ფედერაციებისთვის. ამ დოკუმენტის მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევების შეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით... ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით და ახალ დონეზე გადაიყვანეთ თქვენი ორგანიზაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალისით გააკეთეთ ეს!"

- ამით ნათლად გამოაშკარავდა ახვლედიანის მორიგი ტყუილი, რომელიც ცდილობს, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით, ხელში ჩაიგდოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.

წყარო: www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
მიხეილ ახვლედიანი: თავისუფალი მხოლოდ ეს სახელწოდება - "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია" იყო
"...სეპარატიზმს შეუძლია, ქართული კალათბურთი წამში დაღუპოს!"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ შ...ცით ფედერაციას რა, მაგ მიშიკოს უთხარით დააყენოს ერთი ადგილი......არ შეიძლება ეგრე...
david
14:16 06-11-2013
0
ფედერაცია აკეთებს თავის საქმეს და ნუ ურევთ.... ახვლედიანი ვინც არის ყველამ კარგად იცის, კლიაუზნიკი და მარიაჟი ტიპია.....
გულშემატკივარი
14:19 06-11-2013
0

სიახლეები პოპულარული