საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, Junior NBA-GBF ლიგა ჩვენს ქვეყანაში წელსაც გაიმართება და სავარაუდოდ, სტარტს მარტში აიღებს. ეს გადაწყვეტილება ახლახან ლონდონში, Junior Nba-ს ხელმძღვანელობასა და პროექტის ქართული მხარის წარმომადგენლების, მათ შორის, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის შეხვედრაზე მიიღეს.
გასული წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ Junior NBA - GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ორგანიზება საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიუროს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებასა და ნბა-ს ევროპის
საქართველოს მხრიდან ტურნირის ორგანიზატორები Junior Nba-ს ხელმძღვანელობამ ლონდონში მიიწვია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტში ჩართულ ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Junior NBA-ს ევროპული ოფისის საკალათბურთო ოპერაციების დირექტორ ნილ მეიერთან და Junior Nba-ს სამუშაო ჯგუფთან.
კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული Junior NBA - GBF ლიგის შესახებ და სამომავლო გეგმებიც დაისახა. გადაწყდა, რომ Junior NBA - GBF ლიგა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტის თვეში დაიწყება, ხოლო მანამდე ამ ლიგის სტრუქტურულ და ახალ სტრატეგიულ ფორმირებაზე იწარმოებს მუშაობა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით