თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
თბილისის "ვითა" ვითიბი ლიგაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა championat.com-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლიგის ხელმძღვანელობა აპირებს, გუნდების რაოდენობა 16-დან 14-მდე შეამციროს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი ლიგის სხდომაზე 16 ივლისს მიიღებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ლიგაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ქართულმა "ვითამ", ფინურმა "ბაიზონსმა" და ჩეხურმა "ნიმბურკმა".

ხოლო ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი პერმის "პარმამ", "სახალინმა" და "სამარამ" შეიტანეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ სამიდან მხოლოდ ერთს მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სავარაუდოდ? აუკრძალეთ ქვეყნიდან გასვლა ამ უთავმოყვარეობებს.
giga
12:52 14-07-2016
0
კიდევ კარგი, რომ აღარ ითამეშებენ. მათი ვითიბი ტურნირში მონაწილეობა მხოლოდ მათი მეპატრონის ახირება იყო. ეს კლუბი არცხვენდა ქართულ კალათბურთს. ერთადერთი თამაში მოიგეს რომელიღაც ბელორუსულ კლუბთან. საერთაშორისო არენაზე კი არა, საქართველოს მეორე ლიგაშიც ვერ მიაღწიეს წარმატებას, "კაქტუსთან" და "წყალტუბოსთან" დამარცხდნენ. მოკლედ, ეს გუნდი საერთოდ დასაშლელია, ხოლო მის დამფუძნებელს ურჩევნია სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.
ირაკლი
14:18 14-07-2016
0

სიახლეები პოპულარული