და აი, ეს ვიზიტი გუშინ შედგა. დურანტის სირთულეები თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. მას სურდა 35 ათას დოლარად რამდენიმე საათით სრულად ექირავა რესტორანი, რომლის ხშირი სტუმარი გახლავთ "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი. მაგრამ დურანტმა უარი მიიღო. რესტორნის მენეჯერმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ "გოლდენ სტეიტის"
რაც შეეხება ზეწოლას ტრიბუნებზე, მატჩის შემდეგ, დურანტმა განაცხადა, რომ პუბლიკის ასეთი დახვედრა მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
"სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უფრო ძლიერი სტვენა იქნებოდა. ასეთი ზეწოლა კი მხიარული იყო ჩემთვის. ცხოვრებაში უარესი მომენტებიც მქონია. ჯერ კიდევ დაბადებამდე ვყავდი ყველას ჩამოწერილი. ასე რომ, ახალი არაფერი მინახავს", - განაცხადა დურანტმა ESPN-თან კომენტარში.
თავად შეხვედრამ ძალიან გაუცრუა იმედები "ოკლაჰომას" გულშემატკივრებს. "გოლდენ სტეიტმა", როგორც ჩვევია, მეორე მეოთხედში მოაწყო გადამწყვეტი გაქცევა და დიდი შესვენებისთვის 73:50 დაწინაურდა. მეორე 12-წუთეულში სტუმრებმა 22-დან 16 ტყორცნა მოათავსეს კალათში და 43 ქულა (!) დააგროვეს, რაც ამ სეზონის რეკორდია.
"ოკლაჰომამ" მაინც გაიბრძოლა და მეოთხე მეოთხედში სხვაობა 12 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "უორიორზმა" ბოლოსკენ ისევ მოუმატა და 3:39 წუთით ადრე, დურანტის სამქულიანის შემდეგ, ანგარიში 123:104 გახდა.
დურანტმა 34 ქულა ჩაუგდო ყოფილ თანაგუნდელებს, რასელ უესტბრუკმა კი 47 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა, მაგრამ ამას 11 შეცდომაც დაუმატა. კევინს მხარში ამოუდგნენ სტივენ კარი და კლეი ტომპსონი, რომლებმაც 26-26 ქულა დააგროვეს.
ეს იყო ამ გუნდების მესამე შეხვედრა სეზონში. წინა ორი მატჩი საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტმა" 26 და 21 ქულით მოიგო. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სამ მატჩში, კევინ დურანტი საშუალოდ 37.7 ქულას იღებდა და თამაშიდან 65.6 პროცენტის სიზუსტით ისროდა.
ოკლაჰომა-გ. სტეიტი 114:130
24:30, 26:43, 37:32, 27:25
ო: უესტბრუკი (47+11 მოხსნა+8 პასი), ოლადიპო (20), ადამსი (13), რობერსონი (6+11 მოხსნა).
გ-ს: დურანტი (34), კარი (26+9 პასი), ტომპსონი (26), მაკგი (16).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"