იმისთვის, რომ ეს გარიგება განხორციელებულიყო, პოლი დათანხმდა "კლიპერსთან" ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას. მომავალ სეზონში 32 წლის კალათბურთელი 24.2 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღნიშნავენ, რომ პოლს ძალიან უნდოდა ჯეიმს ჰარდენთან ერთად თამაში და ახლა, "ჰიუსტონს" უძლიერესი უკანა
ამერიკულ პრესაში ბჭობენ, თუ რამ გამოიწვია პოლის წასვლა "კლიპერსიდან". საინტერესო ვერსიას გვთავაზობს SportsCenter, რომელიც ირწმუნება, რომ გამთამაშებელი უკმაყოფილო იყო მთავარი მწვრთნელით დოკ რივერსით. კონფლიქტის მიზეზი გახდა კარმელო ენტონის არშემდგარი ტრანსფერი "კლიპერსში".
"ნიუ იორკ ნიქსი" მზად იყო გაეშვა ფორვარდი ჯამალ კროუფორდის, პოლ პირსისა და ოსტინ რივერსის სანაცვლოდ, მაგრამ კალიფორნიელთა დამრიგებელმა უარი თქვა ამ გარიგებაში თავისი ვაჟის ჩართვაზე. ამან კლუბის გასახდელში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია და ეს დაეტყო თამაშის ხარისხს. პოლმა ეს საქციელი ასე შეაფასა - დოკ რივერსმა საკუთარი შვილი კლუბის ინტერესებზე ზემოთ დააყენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"