NBA: ჯეიმს ჰარდენი 228 მილიონამდე ავიდა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსმა" თავის ლიდერთან, 27 წლის მცველთან ჯეიმს ჰარდენთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

როგორც Yahoo!Sports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ გაარკვია, ჰარდენი ოთხი წლის განმავლობაში 228 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. წინა რეკორდი რამდენიმე დღის წინ სტივენ კარიმ დაამყარა, როცა "გოლდენ სტეიტთან" 201-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

2016-17 წლების სეზონში ჰარდენი საშუალოდ მატჩში 29.1 ქულას, 8.1 მოხსნასა და 11.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ჯეიმსი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც
ერთ სეზონში მინიმუმ 2000 ქულა, 900 შედეგიანი პასი და 600 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ პირის არ გაპარსვაში 13 მილიონს იღებს ნაიკისგან :დ კონტრაქტში აქვს პირველ პირობათ მგონი :დ
დავითი
16:42 10-07-2017
0
ცოტა ფული გაუჩნდება და იქნებ პირიც გაიპარსოს.
სოსო
10:14 10-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული