როუზმა, რომლის ბოლო კლუბი "ნიუ იორკ ნიქსი" იყო, უკვე მეორე შეხვედრა გამართა "მილუოკის ბაქსის" ხელმძღვანელობასთან. როგორც ESPN-ის მიმომხილველი იან ბეგლეი წერს, ეს გუნდი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული როუზის გადაბირებით.
მეორე შეხვედრის შემდეგ, "მილუოკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა: "ის დაინტერესებულია "მილუოკით" და ჩვენც გვაინტერესებს როუზი. აქ ორმხრივ ინტერესთან გვაქვს საქმე".
ასე რომ, როუზის "მილუოკიში" გადასვლის ალბათობა მაღალია,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"