"განადგურებული და განრისხებული ვიყავი. მატჩის შემდეგ, საკუთარ ნომერში წავედი თამაშის გასარჩევად. იქვე იყო ჩვენი ვიდეო-კოორდინატორი დენ კრეიგი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კარზე დააკაკუნეს. ზღურბლზე იდგა პატ რაილი, რომელსაც ორივე ხელში სამი ბოთლი ღვინო ეჭირა. მან დახმარება შემომთავაზა. ჩვენ მას ნოუთბუკი მივეცით და ის ჩემი ასისტენტის მოვალეობის შესრულებას
ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი. პირველი ორი წელი, როცა გუნდში ვმუშაობდი, რაილიმ საერთოდ არ იცოდა ჩემი სახელი და გვარი", - ამბობს სპოელსტრა Sun-Sentinel-თვის მიცემულ ინტერვიუში.
რეი ალენი "მაიამიდან" მიდის
იმავე Sun-Sentinel-ის ინფორმაციით, "მაიამი ჰიტის" ვეტერანი მცველი რეი ალენი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.
მოთამაშეს ჯერ არ უსარგებლია თავის კონტრაქტში არსებული პუნქტით და არ გაუგრძელებია ხელშეკრულება ფლორიდულ კლუბთან. თუ ეს მოხდა, ალენი მომავალ სეზონში 3.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ამასთან, "მაიამის" არ შეუძლია რეისთან 10 ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება.
უორლდ პისს "ლეიკერსი" აღარ უნდა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთი ლიდერი მეტა უორლდ პისი კალიფორნიელ კლუბს ტოვებს. ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ვეტერანმა უარი თქვა კლუბთან ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელებაზე და გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
"ეს იყო ლოს ანჯელესში გატარებული შესანიშნავი პერიოდი! ყველა აქაური თანაგუნდელი მიყვარს. მაგრამ, რამდენიმე ახალი ამბავი მაქვს. მაგალითად, გუნდის დატოვებას ვაპირებ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" უორლდ პისმა.
"იუტა" ჯეფერსონს უშვებს
ESPN-ის ინფორმაციით, "იუტა ჯაზი" არ ეცდება თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ფორვარდ ელ ჯეფერსონის შენარჩუნებას, რომელიც პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.
ჯეფერსონი, რომელმაც გასულ სეზონში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, "ჯაზმენთა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იყო.
ცოტა ხნის წინ, Comcast Sportsnet-მა დაწერა იმის შესახებ, რომ ჯეფერსონით დაინტერესებას გამოთქვამს ლიგაში მისი პირველი გუნდი – "ბოსტონ სელტიქსი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტიმ დანკანი: კონტრაქტში წერია - მე ვრჩები