"ისეთი მოთამაშის მართვა, როგორიც არის კობი, შეუძლებელია. დამიჯერეთ, ბოლო 18 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი შეცვლა. შეუძლებელია თამაშის დროს მისი ხელმძღვანელობა.
ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ამჟამინდელ მწვრთნელ მაიკ დ’ენტონის – უკეთ გაიცნოს კობი და მიხვდეს, როგორ ჯობია მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს არის მაიკის ერთადერთი შანსი. ვერც ერთმა მწვრთნელმა, ვინც ჩვენთან 1996 წლიდან მუშაობდა, ვერ შეძლო კობისთან
ამასობაში, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც ბრაიანტმა გასული რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მიიღო, "ლეიკერსის" ლიდერი პირველად გავიდა საკალათბურთო მოედანზე. კობი სროლებში ვარჯიშობდა და მსუბუქ გარბენებს ასრულებდა.
"ის აგრძელებს პროგრესს. დღეს მას საერთო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მაინც ნაყოფიერად იმუშავა", - ამბობს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ენტონი.
"ბრუკლინში" უთანხმოებაა?
ამერიკული პრესა იტყობინება, რომ "ბრუკლინ ნეტსის" მთავარ მწვრთნელ ჯეისონ კიდს, რომელსაც ამ ამპლუაში დებიუტი ექნება ახალ სეზონში, გარკვეული უთანხმოება შეექმნა კევინ გარნეტთან.
დაახლოებით ორი თვის წინ მწვრთნელმა ფორვარდს განუცხადა იმის შესახებ, რომ უნდა დაზოგოს რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას ვეტერანი კალათბურთელის ენერგია. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როცა "ნეტსს" ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ექნება ჩასატარებელი, კიდი ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე არ შეუშვებს გარნეტს. თითქოს სავსებით ლოგიკური ნაბიჯია, მაგრამ მან მოწონება ვერ ჰპოვა კალათბურთელში.
"მესმის, რისი თქმაც უნდა მას. ჯეისონს სურს დარწმუნდეს, რომ მე არ გავტყდები... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემთვის არაფრის თქმა საჭირო არ არის. ვფიქრობ, დავიმსახურე ის, რომ საკუთარი აზრი მქონდეს", - განაცხადა "მინესოტასა" და "ბოსტონის" ყოფილმა მოთამაშემ.
"მეომრები" ციხეში იყვნენ
საინტერესო აქცია მოაწყო "გოლდენ სტეიტ უორიორზმა". ამ გუნდის კალათბურთელები და ხელმძღვანელობა სან კვენტინის ციხეს ესტუმრნენ, სადაც პატიმრებთან გამართეს საკალათბურთო შეხვედრა.
"კალათბურთი არ არის ვიზიტის ერთადერთი მიზანი. ჩვენ ხომ შეგვიძლია, ადამიანების ბედზე გავლენა ვიქონიოთ", - აღნიშნა "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა, რომელმაც ასევე მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა.
თამაში საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში წარიმართა და ბოლო მეოთხედის წინ "უორიორზი" მხოლოდ ერთი ქულით იგებდა, თუმცა მოიპოვა საბოლოო გამარჯვება - 136:121.
"არ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანებზე იქამდე, სანამ მათ კარგად არ გავიცნობთ", - დაასკვნა "გოლდენ სტეიტის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა. მან ამ მატჩში 40 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოჯახური განხეთქილება "ლეიკერსში"