ტიმ დანკანი: არის 25 000 ქულა!

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე განსაკუთრებული აღმოჩნდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" შეხვედრა "სან ანტონიო სპურსის" ფოვარდისთვის ტიმ დანკანისთვის. ლეგენდამ ამ მატჩში 13 ქულა დააგროვა და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საერთო მონაგარი 25 005 ქულამდე აიყვანა. ტიმი გახდა მე-19 კალათბურთელი ისტორიაში, ვინც 25 ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა.

ამ შედეგის დასაფიქსირებლად 38 წლის დანკანს 18 სეზონი და 1261 მატჩი დასჭირდა. მისი საშუალო შედეგიანობა კარიერაში 19.8 ქულას უდრის (რეალიზაცია - 50.6 პროცენტი). ამ სეზონში დანკანი მატჩში 14.7 ქულას აგროვებს.

ტიმ
ის კიდევ ერთი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ ქარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ ის გახდა მეორე კალათბურთელი ისტორიაში, ვისაც მოპოვებული აქვს მინიმუმ 25 ათასი ქულა, 14 ათასი მოხსნა და 2 500 დაფარება. შედარებისთვის, აბდულ-ჯაბარმა 1560 მატჩში (20 სეზონი) დააგროვა 38 387 ქულა, 17 440 მოხსნა და 3 189 დაფარება. ის საუკეთეოა ისტორიაში ქულებისა და დაფარებების რაოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული