კევინ დურანტის ტემპი კობი ბრაიანტისაზე მაღალია

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია "ლეიკერსის" ლიდერის, კობი ბრაიანტის ახალმა მიღწევამ - მან NBA-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მაიკლ ჯორდანს გაუსწრო.

ახლა კი ირკვევა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კობის გასწრების შანსი ექნება "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდს, კევინ დურანტს. ამ მომენტისთვის მან NBA-ში 549 მატჩი ჩაატარა და 14 997 ქულა დააგროვა. ასეთი რაოდენობის მატჩების შემდეგ ბრაიანტის მონაგარი 11 773 ქულა იყო.

36 წლის ბრაიანტმა კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ლიგაში გატარებული 19 სეზონიდან მხოლოდ ოთხჯერ შეძლო რეგულარულში 82 მატჩის გამართვა და დღეს 32 310
ქულა აქვს. 26 წლის დურანტმა პირველად NBA-ში 19 წლისამ ითამაშა და დღემდე მხოლოდ 33 მატჩი გამოტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დურანტმა ასე თუ გააგრძელა ჯაბარსაც გადაასწრებს
chiko
16:53 17-12-2014
0
დურანტიც ლებრონიც გაასწრებს ჯორდანს და ბრაინტსაც :)
0

სიახლეები პოპულარული