ბურთის სწრაფი გათამაშება, სტაბილური და აქტიური დაცვა და, რა თქმა უნდა, დირკ ნოვიცკი. ეს ის კომპონენტებია, რამაც საშუალება მისცა "დალასს", 13:2 გაქცევა მოეწყო ძირითადი დროის ბოლო 170 წამში.
დამატებით
* * *
ცუდად დასრულდა გუშინდელი სათამაშო დღე "ნიუ ორლეანის" ლიდერ ენტონი დევისისთვის. "ჩიკაგოსთან" მატჩის პირველ მეოთხედში, როცა MVP-ის ერთ-ერთ კანდიდატს 8 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა დაგროვებული, ენტონი ჩატევნის შემდეგ მოედანზე დაეცა და ტრავმა მიიღო.
ეს იმ დროს მოხდა, როცა ანგარიში თანაბარი იყო და მოედანზე დიდი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი დევისი გასახდელში გაემგზავრა, "პელიკანებმა" ხელები ჩამოუშვეს. მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე "ხარებმა" მძლავრი სპურსი შეასრულეს - 40:11. პაუ გასოლი დევისის არყოფნაში დომინირებდა სამწამიანში, "ჩიკაგოს" დაცვა კი "ნიუ ორლეანის" ყველა აქტიურობას ახშობდა.
კარგი ამბავი დევისისთვის და "პელიკანსისთვის" იმაში მდგომარეობს, რომ ფორვარდის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.
ნიუ ორლეანი-ჩიკაგო 72:107
20:18, 19:30, 17:33, 16:26
ნ-ო: ევანსი (15), აჟინკა (10).
ჩ: გასოლი (20+15 მოხსნა+3 დაფარება), როუზი (20), სნელი (19), ბატლერი (18+5 პასი).
ვაშინგტონი-ბრუკლინი 114:77
28:19, 30:19, 31:23, 25:16
ვ: უოლი (17+7 პასი), ბატლერი (15), სერაფინი (13+8 მოხსნა), პორტერი (12), გორტატი (11+8 მოხსნა), ნენე (10), ჰემფრიზი (9+11 მოხსნა).
ბ: ლოპესი (19+8 მოხსნა), ჯეკი (11).
ნიუ იორკი-გ. სტეიტი 92:106
19:32, 29:32, 26:27, 18:15
ნ-ი: ჰელოუეი (15), სმიტი (14+13 მოხსნა), სტაუდმაიერი (13+6 მოხსნა), ლარკინი (11+3 ჩაჭრა), ტომასი (10), ჰარდუეი (10).
გ-ს: კარი (22+6 მოხსნა), გრინი (20+13 მოხსნა), ტომპსონი (16), ბარნსი (12), ლი (10+10 მოხსნა+5 პასი), სპეიტსი (10).
ფილადელფია-შარლოტი 89:81
23:24, 19:24, 28:13, 19:20
ფ: კოვინგტონი (22+8 მოხსნა), ტომპსონი (18), მბა ა მუტე (13+7 მოხსნა), ნოელი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
შ: ჯეფერსონი (18+9 მოხსნა), ჰენდერსონი (17+9 პასი), უილიამსი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
დალასი-პორტლენდი 111:101 (ო)
24:25, 26:30, 20:28, 26:13, 15:5
დ: ნოვიცკი (25), პარსონსი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ელისი (20+6 პასი+4 ჩაჭრა), ჰარისი (16+7 მოხსნა), ჩენდლერი (11+13 მოხსნა).
პ: ლილარდი (26+7 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ოლდრიჯი (25+14 მოხსნა), მეტიუზი (17+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლოპესი (11+8 მოხსნა), ბატუმი (2+10 მოხსნა).
მილუოკი-ბოსტონი 96:93
23:23, 30:23, 27:29, 16:18
მ: ნაითი (26+5 პასი), ანტენტოკუნმპო (14+11 მოხსნა+5 პასი), მიდლტონი (11+8 მოხსნა), მაიო (10).
ბ: სარინჯერი (17+7 მოხსნა), ტორნტონი (14), სმარტი (13), კრაუდერი (10+6 მოხსნა), ზელერი (10), ბრედლი (10).
იუტა-საკრამენტო 102:90
25:15, 24:24, 26:22, 27:29
ი: ჰეივორდი (30), ფეივორსი (20+9 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კანტერი (17+13 მოხსნა), ბერკი (10).
ს: კაზინსი (27+10 მოხსნა), მაკლემორი (15), სეშენსი (11+5 პასი), კასპი (11), ევანსი (7+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"