- "ბრუკლინის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს გამთამაშებელ დერონ უილიამსის კონტრაქტის გამოსყიდვაზე საკუთარი უფლების გამოყენებას. ამ კალათბურთელთან ხელშეკრულება კიდევ ორი წელია ძალაში. როგორც ჩანს, "ნეტსი" გეგმავს ერთ დროს ვარსკვლავური პლეიმეიკერის გაცვლას,
- ფრანგი ცენტრის რუდი გობერის წარმატებული თამაშის შემდეგ "იუტას" ხელმძღვანელობა ევროპული ბაზრის შესწავლას შეუდგა და მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბარსელონას" გერმანელ ცენტრთან ტიბორ პლიასთან.
- "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი პოლ ჯორჯი ამტკიცებს, რომ დაიბრუნა ძველი კონდიციები ფეხის უმძიმესი ტრავმის შემდეგ. "ორივე ფეხით ნახტომისას იოლად ვტენი ბურთს კალათში. "ინდიანა" ამ სეზონში NBA-ის ფინალში რომ გასულიყო, შევძლებდი როგორც ლებრონის, ასევე "უორიორზის" წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა ჯორჯმა.
- "კლივლენდის" მთავარმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მაიამის სანაპიროზე თავისი სახლის მყიდველი იპოვნა, რომელსაც 15 მილიონ დოლარად აფასებდა.
- "ვაშინგტონის" ფორვარდმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება მომავალი კარიერის შესახებ. ვეტერანი ოჯახთან ერთად მექსიკაში დასასვენებლად გაემგზავრა, სადაც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას. ვარაუდობენ, რომ პირსი კიდევ ერთი წლით დარჩება "ვაშინგტონში" ან კარიერის დასასრულებლად "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გაემგზავრება.
- "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ისევ "კავალერების" რიგებში აპირებს თამაშს. ამ შემთხვევაში, კალათბურთელი მომავალ წელს 16.7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ "მინესოტას" ყოფილ ლიდერს უფლება აქვს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"