ფოტო-NEWS: 321 ათასი ლეგენდარულ ბურთში

AutoSharing Option
ბურთი, რომლითაც 1992 წლის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის ფინალი ითამაშეს, აუქციონზე 321 ათას დოლარად გაიყიდა.

იმ შეხვედრაში, ამერიკის "დრიმ თიმმა" 117:85 დაამარცხა ხორვატიის ნაკრები. ბურთი დამშვენებულია აშშ-ის ნაკრების ყველა მოთამაშის, მათ შორის, მაიკლ ჯორდანის, მეჯიქ ჯონსონისა და ლარი ბერდის ავტოგრაფებით.

ადრე, ეს ბურთი იმ ლეგენდარული გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩაკ დეილის პირად კოლექციაში ინახებოდა. დეილი 2009 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული