ESPN-ის მიმომხილველი სტივენ სმიტი ამტკიცებს, რომ მომავალი წლის ზაფხულში, დურანტი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა და განიხილავს წინადადებებს მეგაპოლისებიდან, კერძოდ, ნიუ იორკიდან.
წყაროს ცნობით, დურანტის გადაბირებაში მთავარ როლს თამაშობს "ნიქსის" დღევანდელი ლიდერი კარმელო ენტონი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, კარიერაში პირველად ითამაშოს ვარსკვლავი პარტნიორის მხარდამხარ.
"ნიუ იორკის" კიდევ ერთი ვარსკვლავური ახალწვეული შეიძლება გახდეს კობი ბრაიანტი, რომელიც მზად არის
* * *
ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდების მფლობელებს, აგენტებსა და მოთამაშეთა პროფკავშირის თანამშრომლებს შორის იზრდება ოპტიმიზმი 2017 წელს, ლოკაუტის თავიდან აცილების მხრივ, - წერს Grantland.
პროფკავშირების შეფმა მიშელ რობერტსმა განაცხადა, რომ NBA-ის კომისართან ადამ სილვერთან ერთად იმედოვნებს, რომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2015-16 წლების სეზონის დასრულებამდე გაფორმდება. მხარეები უკვე ათანხმებენ მოლაპარაკებების გრაფიკს.
საკამათო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, თავად კლუბების მფლობელებმა მოაგვარონ მათ შორის შემოსავლების გადანაწილების გზით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"