გუშინ, "უორიორზმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით. "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერს 952
ბოლო მატჩებში გუნდის ლიდერობა იტვირთა კლეი ტომპსონმა. მცველმა ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა და ჯამში 16 სამქულიანი ჩააგდო. სეზონში ტომპსონს 253 გამოყენებული სამქულიანი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ სტივენ კარის ჩამორჩება.
ამასობაში, დრეიმონდ გრინმა დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ, მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. მან 13 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. შესაძლოა, მოკრძალებული სტატისტიკაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ფორვარდმა თამაშიდან მხოლოდ შვიდჯერ ისროლა. გრინისთვის ეს მე-12 სამმაგი დუბლია სეზონში.
* * *
გუშინ, დასავლეთ კონფერენციაში გაირკვა მეოთხე გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს. "დენვერის" დამარცხების შემდეგ, "ლოს ანჯელეს კლიპერსი" შეუერთდა "გოლდენ სტეიტს", "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას". კალიფორნიელები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლეი ოფში.
ასევე გაირკვა, რომ პლეი ოფში მოხვედრის შანსები გაუშვეს ხელიდან: "ორლანდომ", "მილუოკიმ" და "ნიუ იორკმა". "მეჯიქი" ზედიზედ მეოთხედ ვერ ხვდება აღმოსავლეთის რვა საუკეთესო გუნდს შორის, "მილუოკიმ" შარშან, პირველ რაუნდში წააგო "ჩიკაგოსთან", ხოლო "ნიუ იორკი" ბოლო 15 წელიწადში მეთერთმეტედ გამოტოვებს პლეი ოფს.
ნოვიცკის დამრგვალება უნდა
"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი მზად არის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2017-18 წლების სეზონის ჩათვლით დარჩეს, რათა კარიერის საერთო ხანგრძლივობა 20 წლამდე აიყვანოს. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, გერმანელმა დაადასტურა კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება და 2016-17 წლების სეზონისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება."როცა სამწლიან კონტრაქტს ვაფორმებდი, ჩემი მიზანი იყო მისი სრულად გამომუშავება. მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, 39 წლის ვიქნები. სიმართლე გითხრათ, 20 წელი NBA-ში - შესანიშნავად ჟღერს. შემდეგი წელი ჩემთვის მე-19 იქნება, ასე რომ, შესაძლოა, მისი დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი წლით გავაგრძელო კონტრაქტი. მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადო და ყველაფერი გადავწყვიტო მაშინ, როცა ამის დრო მოვა", - მოჰყავს ნოვიცკის სიტყვები ESPN-ს.
კლიპერსი-დენვერი 105:90
31:26, 21:22, 25:12, 28:30
კ: ჯორდანი (16+16 მოხსნა+6 დაფარება), პოლი (14+9 პასი), კროუფორდი (14), გრინი (13), ჯონსონი (13+3 ჩაჭრა), რედიკი (12).
დ: ნურკიჩი (19), ოგასტინი (18+10 პასი), ბარტონი (13), ჰარისი (11), ლოვერნი (10), არტური (6+12 მოხსნა).
ინდიანა-ჰიუსტონი 104:101
30:24, 27:23, 24:32, 23:22
ი: ჯორჯი (25+11 მოხსნა), ელისი (23+7 პასი), მაინმი (19+11 მოხსნა), მაილზი (10).
ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა+8 პასი), არიზა (14), ჰოვარდი (11+10 მოხსნა).
საკრამენტო-დალასი 133:111
25:20, 38:26, 39:33, 31:32
ს: კოული-სტაინი (21+7 მოხსნა), კაზინსი (20+12 მოხსნა), კოლისონი (17), მაკლემორი (14), კარი (14), რონდო (11+11 პასი), კასპი (10), კუფოსი (10).
დ: ფელტონი (15), ბარეა (14), ნოვიცკი (14), მატიუზი (12), ლი (12), ჰარისი (11), ანდერსონი (11), პაუელი (11).
გ. სტეიტი-ფილადელფია 117:105
32:31, 39:24, 25:24, 21:26
გ-ს: ტომპსონი (40), კარი (20+8 პასი), სპეიტსი (17), გრინი (13+11 მოხსნა+11 პასი), ბარნსი (10).
ფ: ლენდრი (22+8 მოხსნა), სმიტი (20+10 პასი), კოვინგტონი (16+11 მოხსნა), კენანი (15), ბრენდი (10).
ლეიკერსი-ვაშინგტონი 88:101
27:24, 17:26, 15:27, 29:24
ლ: რასელი (22), ბრაიანტი (17), რენდლი (14), უილიამსი (11).
ვ: უოლი (22+13 პასი), გორტატი (16+10 მოხსნა), პორტერი (14), ჰიქსონი (14), სეშენსი (11), ნენე (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"