ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც პირველი ფინალისტი გაირკვა.

ესპანეთსა და ავსტრალიას შორის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 95:88 დასრულდა.

შეხვედრის ძირითადი დრო 71:71 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ესპანეთმა 24:17 იმარჯვა.

ესპანელებიდან შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა მარკ გასოლმა ჩააგდო, რასაც 6 მოხსნა და 4 პასი მიამატა. ესპანელებიდან ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი რიკი რუბიო გახდა, რომელმაც 17 ქულა და 12 პასი მოაგროვა.

ავსტრალიიდან პეტი მილსი გამოირჩა, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, რაც ორივე გუნდში
საუკეთესო მაჩვენებელია. ნიკ კეიმ 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ესპანეთის ნაკრები ფინალში არგენტინასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული