- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიამ აშშ 113:111 დაამარცხა.
მატჩი საოცარი გამოდგა, გერმანია მეოთხე მეოთხედის შუაში 12 ქულით დაწინაურდა, ამერიკელებმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ევროპელებმა მოიპოვეს.
გერმანელთაგან 24 ქულა ანდრეას ობსტმა ჩააგდო, 23 ფრანც ვაგნერმა, 21 დანიელ ტაისმა, ხოლო 17 დენის შრიოდერმა. აშშ-ს ნაკრებიდან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ენტონი ედვარდსი იყო. ოსტინ რივზმა 21 ქულა ჩააგდო, მიკალ ბრიჯესმა კი 17.
ფინალში გერმანია სერბეთს შეხვდება. ბრინჯაოს მედლებისთვის აშშ და კანადა დაუპირისპირდებიან.
-15SEP/01/freesnippingtoolcomcapture20230908142045.png" border="0" alt="alt" title="სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის" style="height: 50px; width: 50px;" />ბოგდანოვიჩის მაგარი მატჩი - სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა