მაიკლ დიქსონი: საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა გერმანიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

"გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში კალათბურთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გაივსება. საქმეს ესეც გაართულებს. თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად ვითამაშოთ და შედეგსაც მივაღწევთ.

საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება - ბრძოლა და გამარჯვება. ამის შესახებ
მწვრთნელი ილიას ზუროსიც გველაპარაკა და ჩვენც კარგად ვიცით.

კალათბურთი თამაშია და ჩვენც თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. მთავარია, რომ მეც და ჩემს გუნდელებსაც მონდომება და სურვილი არ გვაკლია".


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
დქსონი ჩამოვიდა და შერმადინი რატომ ვერ ჩამოვიდა?
სად იყო ჩამოსასვლელი, იქვე არაა გერმანია ევროპაში? თბილისიდან ბაქოში, რომ ჩახვიდე იმაზე მეტი მანძილი კი არაა.
ფედერაციამ უნდა იზრუნოს ამაზე. მოლაპარაკებები გამართონ ბასკონიასთან, რომ ცვლილება შეიტანონ შენგელიას კონტრაქტში.
ვაი ვაი.
14:18 25-11-2017
0
მიდი მაიკლ, შენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია! შენ თუ მაგრად ითამაშებ, თავდაჯერება სხვებსაც გადაედებათ. წარმატებები!
patrioti
16:55 24-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული