ზურაბ თალაკვაძე: კარგ შედეგად მაღალი დონის კალათბურთის დემონსტრირება შეგვიძლია მივიღოთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ჩაებმება.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები გერმანიას ქალაქ ქემნიცში, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

Sportall.ge მატჩამდე "სილკ ტვ"-ს კომენტატორსა და საკალათბურთო ექსპერტ ზურაბ თალაკვაძეს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ლიდერების გარეშე რთული იქნება. ამ შემადგენლობით გერმანიასა და სერბეთში მოგება არ არის მარტივი და ალბათ, კარგ შედეგად მაღალი დონის კალათბურთის დემონსტრირება შეგვიძლია მივიღოთ.

ციკლზე საუბარი ჯერ ადრეა - ვნახოთ პირველი თამაში და რაღაცები ამის
შემდეგ უფრო გაირკვევა. იმავეს თქმა შემიძლია ჩვენი ნაკრების პერსპექტივაზეც", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული