ალბათ, კითხვაც არ გვექნებოდა მოგება-წაგებაზე, რომ არა კატასტროფული დანაკლისი. შენგელიასა და შერმადინს ევროლიგა არ უშვებს, სანაძეს, ბურჯანაძესა და მარკოიშვილს კი - ტრავმა.
საბედნიეროდ, ნაკრებს უბრუნდება გიორგი ცინცაძე. "ბუ", რომელიც ხშირად კრიტიკის ობიექტია, ამჟამად ჩვენი იმედი და გადამწყვეტი ფაქტორიც შეიძლება გახდეს. თითქმის სამთვიანი ტრავმის შემდეგ რუმინეთში "ფილიქს გალანტის" წინააღმდეგ 16:40 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრაც
წინა სანაკრებო ფანჯრის შემდეგ მოულოდნელი იყო მაიკლ დიქსონის გადაბარგება თურქულ "ბასაქშეჰირში", რომელიც მე-2 ლიგის წევრია. თუმცა პირადი კარიერა მაიკლის გადასაწყვეტია, მთავარია, იყოს ისევ იმ ფორმაში, როგორშიც წინა თამაშების დროს იყო.
ძალიან კარგ ფორმაშია გოგა ბითაძე, რომელსაც წინა შეხვედრების დროს სანაკრებოდ გახსნა გაუჭირდა და ხშირად უშვებდა შეცდომებს, თუმცა ის ჯერ ახალგაზრდაა და პერიოდულად აგრძელებს განვითარებას. ვიმედოვნებთ, ის შეძლებს გახდეს ნაკრებისთვის სრულფასოვანი ცენტრი.
ლიბანში ჩემპიონატის დაწყებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებს და "ბიბლოსის" ლიდერია. მისი ფაქტორიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ნაკრებში, რადგან მისი გამოცდილების ფორვარდი ავსტრიელებს ნამდვილად არ ჰყავთ.
ნაკრებთან ერთად არიან მიხეილ ბერიშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი, რომლებიც ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ სერბეთისა და გერმანიის წინააღმდეგ. მათ ჯამში 14 სამქულიანი ჩააგდეს.
რაც შეეხება ავსტრიას, მათ პირველი მატჩი სერბეთის წინააღმდეგ 85:64 დათმეს, ხოლო გერმანიასთან 90:49 დამარცხდნენ. მეტოქეს არ ჰყავს ევროლიგის კალათბურთელები და ნაკრების ძირითადი ბირთვი დაახლოებით 4 წელზე მეტია ერთად თამაშობს.
კალათბურთელთა უმეტესობა ავსტრიის ლიგაში თამაშობს, თუმცა არიან ლეგიონეები გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან. გამორჩეული კალათბურთელი გუნდის ცენტრი რასიდ მაჰალბასიჩია, რომელიც გერმანულ "ევე ბასკეტში" ასპარეზობს.
ასევე გამორჩეულია უკანახაზელი ტომას შრეინერი, რომელიც ესპანურ "ბურგოსში" თამაშობს და თანაგუნდელებთან შედარებით ხშირად ისვრის სამქულიანებს. მისი კონტროლი აუცილებელი იქნება პერიმეტრზე.
ასევე, მეტოქე არ თამაშობს ერთი და იგივე კალათბურთელებით, დაახლოებით 10-მდე კალათბურთელი ინაწილებს დროს და ძირითადი აქცენტი სამწამიანებზე მოდის. გუნდს ორი ცენტრი ჰყავს, რომლებსაც აუცილებლად დატვირთავენ. დიდი როლი ექნება მათ წინააღმდეგ გოგა ბითაძეს, რომელსაც ამ შეხვედრაში განსაკუთრებით დიდი ყურადღების კონცენტრაცია მართებს.
ერთი შეხედვით, ავსტრია არ არის გადაულახავი ბარიერი და ბევრად სუსტი ნაკრებია, ვიდრე ეს სერბეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა არ დაგვავიწყდეს 2017 წლის 29 ივლისი, როცა ნაკრები უკეთეს ფორმაში იყო და ავსტრიელებთან 77:87 დამარცხდა.
ყველაფერი 23 თებერვალს ვენაში, Schwechat-არენაზე გადაწყდება. მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აჩვენებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)
მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 ბაჰჩეშეჰირი (თურქეთი)
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო
გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)
ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო
ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი
ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 ბიბლოსი (ლიბანი)
ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 მარნეული
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი
ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
რეზო ჩაჩანიძე ფორვარდი 190 რუსთავი
დაეცემა ავსტრიის კოეფიციენტი და გადაზღვევაც შეიძლება.
2. დიქსონი
3. ბერიშვილი
4. ცქიტიშვილი
5. ბითაძე