ტედ მაკფადენი: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. ეს ბერძნული "კიმის" მოთამაშე ტედ მაკფადენია.

Sportall.ge მაკფადენს დაუკავშირდა და მისი პირველი კომენტარი მოიპოვა.

"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში. საბედნიეროდ, მე ვიცნობ რამდენიმე ქართველ კალათბურთელს.

საქართველოს ნაკრებს, ილიას ზუროსის სახით, ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. ის კარგად იცნობს თამაშს და მე ვისწავლი მისგან ძალიან ბევრ რამეს.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან გვყავს ძალიან ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები და ამას აუცილებლად შევძლებთ", - გვითხრა მაკფადენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრების
მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

altილიას ზუროსი: მაიკლ დიქსონსა და ტედ მაკფადენს ერთმანეთს ვერ შევადარებ

altვლადიმერ ბოისა: მაკფადენთან არის ასეთი მოლაპარაკება - ორი წელი თამაშობს უფასოდ და...

altილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მხარი დავუჭიროთ ნაკრებს. იმედია მაკფადენი კარგად შეთამაშდება ნაკრებთან. წარმატებები
ზაზა
16:24 12-06-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული