ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა:
გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, მერაბ ბოქოლოშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.
პირველი მეოთხედი სერბების გამარჯვებით ანგარიშით 18:11 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ძირითადად შეტევის ბოლო ფაზაში უჭირდა. რაც შეეხება მაკფადენს, პირველი სამქულიანის შემდეგ, ამერიკელმა ზედიზედ სამი სროლა გააფუჭა და ზოგადად თამაში არ წაუვიდა.
მეორე მეოთხედში ქართველ კალათბურთელებს ტოტალური უიღბლობა დაემართათ. მეოთხედის დაწყებიდან დაახლოებით 7 წუთი
საბოლოოდ ქართველებმა პირველი ტაიმი დიდი სხვაობით 18:37 წააგეს.
საქართველოს ნაკრებმა შედარებით უკეთესად მესამე მეოთხედი ჩაატარა და მეოთხედი 5 ქულის სხვაობით 18:23 წააგო. სროლების სიზუსტე ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის ბოლომდე ვერა და ვერ გამოასწორეს.
მეოთხე მეოთხედში ილიას ზუროსმა ანგარიშიდან გამომდინარე სათამაშო დრო ახალგაზრდებსაც გაუნაწილა. გოგა ბითაძე ტრადიციულად ჯარიმებით დაიტვირთა და მოედანი დატოვა. სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთში 1 ქულაც კი ვერ ჩააგდო.
საკმაოდ მცირე დროში კარგად გაისარჯა რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც სამწამიანში ბრწყინვალედ ითამაშა და ნაკრებში პირველი 2-ქულიანი ჩაიწერა და საერთო ჯამში 4 ქულა მოიპოვა.
საბოლოო ჯამში ჩვენი ნაკრები 50:87 დამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველების 55 სროლიდან კალათში მხოლოდ 18 ჩვაარდა (32.73 %) ჩავარდა, რაც ძალიან ცუდი შედეგია.
სერბების თავკაცი: საქართველოს ნაკრები პარკეტს მიღმა იყო
თორნიკე შენგელია: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ
ილიას ზუროსი: მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა
თბილისი. სპორტის სასახლე
საქართველო-სერბეთი 50:87
11:18, 7:19, 18:23, 14:27