ილიას ზუროსი: თხოვნა მაქვს ქართველ გულშემატკივრებთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პრობლემების მიზეზი კალათბურთელთა დიდი ნაწილის არასათანადო ფიზიკური მდგომარეობა გახლავთ. მაგალითისთვის, დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ ოპერაციის შემდეგ პრაქტიკულად პირველი მატჩი ჩაატარეს. შექმნილ ვითარებაში ბევრი სირთულე შეგვექმნა, მაგრამ ახლა მხოლოდ ავსტრიასთან წარმატებულ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.

მეტოქეს უფრო აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ. ცხადია, უკეთესი თამაში გვმართებს და საამისოდ მომზადებულები ვართ. რთული მატჩი გველის. ავსტრია ძლიერი გუნდია. თხოვნა მაქვს ქართველ გულშემატკივრებთან – მოდით და ჩვეულებისამებრ გვიქომაგეთ. ამ სიტუაციაში თქვენი
მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ეს ბიჭები საკმაოდ პერსპექტიულები არიან და მათ ბევრი მუშაობა მართებთ, რათა ყოველდღიური მძიმე გარჯით პროგრესს მიაღწიონ", – აღნიშნა ზუროსმა.

altსაქართველო VS ავსტრია - როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს...

altილიას ზუროსი: მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა


მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეთ ფასებს რომ ადებთ ბილეთებს ხალხს არ აქვს საშუალება.ბევრსაც უნდა წასვლა მაგრამ იმ 20-25 ლარიან ბილეთებს ვერ ყიდულობს.5 ლარიანი ისედაც ცოტაა,თან გინდათ რომ დარბაზი გაივსოს...
დდდ
14:13 02-07-2018
3
მე მოვდივარ... უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.. მსოფლიოზე ჩვენი მოხვედრა არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვჭირდება ახალგაზრდებმა გამოცდილება რომ მიიღონ და შემდეგ ციკლში უფრო შეთამაშებულები, თავდაჯერებულები იყვნენ.
ქუთაისელი
14:01 02-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული