გიორგი შერმადინი: მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ნაკრებისა და "უნიკახას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისაუბრა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს სერბეთთან დაფიქსირებული შედეგისთვის. ასე ცუდად არასდროს გვითამაშია და თან ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ. ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიასთან შეხვედრა და თითოეული კალათბურთელი დარწმუნებულია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს თამაშს მოვიგებთ.

სერბეთთან შეხვედრაში სპორტის სასახლე სავსე იყო და მინდა, მივმართო გულშემატკივრებს, რომ ავსტრიასთან მატჩზეც მოვიდნენ და მხარში დაგვიდგნენ", - აღნიშნა შერმადინმა.

altილიას ზუროსი: თხოვნა მაქვს ქართველ გულშემატკივრებთან

altსაქართველო VS ავსტრია - როცა უკან დასახევი გზა

აღარ გვაქვს...

altთორნიკე შენგელია: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული