არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ბითაძემ 18 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ცინცაძემ 14, შერმადინმა 10 (11 მოხსნა)), მაკფადენმა 9, სანაძემ 8, ბურჯანაძემ 6, ფაცაციამ 3, ბერიშვილმა 3.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით კოენი იყო, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

დღეს მოგვიანებით სერბეთი საბერძნეთს მასპინძლობს.

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ


altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო

altტომერ გინატი: მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო


მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გიხარიათ??? ეხლა ვაფშე აღარავის აღარ შეგიშვებენ :DDDDDDDDDDDDDDDDDD
0
ადმინ,მთავრობამ საკუთარ სივრცეში მარიხუანის მოხმარება დაუშვა,მაგრამ დაბოლილების პოსტებს რომ უშვებთ და ძალიან ბევრ ,მართლა გულშემატკივრის პოსტსა ბლოკავთ,ეს რაღას ნიშნავს?ერთხელ ხუმრობა გამიგია,აჰა,ორჯერაც,მაგრამ ასეთი გამუდმებული და თანაც ასე უშნო?გააჩერეთ რა!
სოსო
12:34 04-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული