არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ბითაძემ 18 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ცინცაძემ 14, შერმადინმა 10 (11 მოხსნა)), მაკფადენმა 9, სანაძემ 8, ბურჯანაძემ 6, ფაცაციამ 3, ბერიშვილმა 3.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით კოენი იყო, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

დღეს მოგვიანებით სერბეთი საბერძნეთს მასპინძლობს.

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ


altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო

altტომერ გინატი: მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო


მკითხველის კომენტარები / 27 /
ვერ გამიგია რომელ პრაქტიკულ შანსზე წერთ?! ე.ი. ჩვენ უნდა გავიდეთ მსოფლიოზე და სერბეთი ვერა? ორი თამაშის ჯამში მგონი 50 ქულით მოგვიგო და ჩვენ ვიმსახურებთ მაგათ მაგივრად გასვლას? ერთი ფაჩულია იმსახურებდა როდესმე დურანტის ან ლეონარდის მაგივრად "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მონაწილეობას და მეორე ეხლა ეს ნაკრები სერბების მაგივრად მსოფლიოზე გასვლას...ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ თუ არ გადავეჩვევით ამ ყალბი ლოზუნგებით ცხოვრებას! ყველაფერში პროფესიონალიზმია საჭირო! ვუყურებდი ანდრონიკაშვილს და ეს ბავშვი უკვე გაფუჭებულია, რა გამარიაჟებს შვილო?! ბითაძემ თავს უშველა ამათ რომ მოშორდა. ცინცაძეზე აღარაფრის თქმა აღარ ღირს...დღემდე ვერ გამირკვევია რითი ჯობს ზუროსი კოკოშკოვს!!!! ქართული სულის სადღეგრხელოებს რომ იძახის მაგიტომ??? მოკლედ რა, დიდი მოხერება უნდოდა ჩვენს სპორტულ ფედერაციებში თავმოყრილი უვიცების და ფულისტების მოკრებას და განწესებას (გამონაკლისია ძალოსნობა და ერთი-ორი ფედერაცია)!
პაატა
01:24 04-12-2018
25
ყოჩაღ! კიდევ ერთხელ გვასახელეს ჩვენმა რაგბისტმა კალათბურთელებმა
ქართველი
21:58 03-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული