საქართველოს ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
უკრაინის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი გვიან ღამით დატოვა და გეზი ესპანეთისკენ აიღო.

ანდალუსიის ქალაქ ხაენში, რომელიც აღნიშნული რეგიონის მსხვილ ქალაქებს – მალაგასა და კორდობას შორის მდებარეობს, ილიას ზუროსის გუნდი 29 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მომავალი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 29 ქულით – 94:65 დაამარცხა, ჩვენს ნაკრებს კი G ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინის დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მოუხდა – 88:83.

საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის
პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუშვით ძალიან გაუჭირდეთ, ოღონდ მოიგ
გულშემატკივარი.
29 ნოემბერი 2021 07:17
0
მე ვიცით რომძაალინ მაგრი გუნდი ჰყავს ეპანელებს მაგარმ ვიცი რომ საქართველოს ნაკრები მოუგებს 95-88
luka
28 ნოემბერი 2021 12:40
0
ესპანეთთან გაგვიჭირდება მოგება
ბექა
27 ნოემბერი 2021 19:24
2
მოგება, მოგება, მოგება!
ნინი
27 ნოემბერი 2021 18:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული