სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 82:76 სძლია. "მარკა" ამ შეხვედრას სპეციალურ წერილს უძღვნის და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი სამეული და ევროპაში ყველაზე სუსტი სათადარიგოთა სკამი ჰყავს; კონტრასტების გუნდია, რომელიც კარგი ტესტი და "საზომი" აღმოჩნდა ესპანელთათვის.

ნამატჩევს კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ გააკეთა:

"პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრებსა და მათ გულშემატკივრებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. თანაბარი თამაში იყო და მოგება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ ბოლოს ნაკლები შეცდომა დაუშვა. ჩემი ახალგაზრდების ძალისხმევით სრულად კმაყოფილი ვარ. ზოგიერთი
მათგანი იმედს გვაძლევს, რომ მომავალში გუნდის დახმარება შეეძლებათ.

თოკო შენგელიას კარგად ვიცნობ, ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე და ადამიანი. ძალიან კარგად ითამაშა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გუნდის ჩინებული ლიდერია. კარგია, რომ ასეთი კალათბურთელი ჰყავთ. მაყურებლებმა მაგარი ატმოსფერო შექმნეს. მტკივნეულია თუ არა მარცხი? არა. გუნდმა იბრძოლა. საერთოდ, წაგება ყოველთვის ცუდია, თუმცა უფრო საწყენი უბრძოლველად დამარცხება იქნებოდა. უნდა ვაღიაროთ, მოწინააღმდეგეს საერთაშორისო კლასის სამი მოთამაშე ჰყავს.

ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ზოგიერთმა ამ დონეზე შეცდომებზე უნდა ისწავლოს. იმედია, ისინი 2-3 წელიწადში ნაკრების სრულფასოვანი კალათბურთელები გახდებიან. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, მუშაობა გვმართებს და პროგრესირება. შემდეგ საფეხურზე ასასვლელად ცოტა დაგვრჩა.

უკრაინასთან რთული დაპირისპირება გველის. მიხაილიუკი დაეხმარებათ, რომელიც ტოპ-მოთამაშეა. გაგვიჭირდება, მაგრამ ვიბრძოლებთ და დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა აუცილებელი. ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა გადავლახოთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენი ჭირიმე ბიჭებო ეხლა ვნახე ეს რა იყო ის ახალგაზრდა ბავშვი რეებს აკეთებდა საღოლ გითხარით ბიჭებო პლიუს მწვრთნელი ხო გლიჯავს მადლობა ყველას
გიორგი
05 ივლისი 2022 14:27
0
შენგელია, თუ მარტო ქულებს არ შევაფასებთ, არამედ გაწეულ სამუშაოს, ორმაგ დუბლს, ლიდერობას, ბროძოლას, მაგალითს, სიტუაციის კითხვას, "ჟილკას" და ა.შ., ვინც კალათბურთი იცის, დამეთანხმება, რომ ესპანეთთანაც და უკრაინასთანაც ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე. არსებობს არასაკალთბურთო კომპონენეტები - გამარჯვების მენტალიტეტი-რწმენა რომ გამარჯვება შეიძლება იმის და მიუხედავად თუ ვის წინააღმდეგ თამაშობ, რომლებიც ასევე საჭიროა და ყველა სპორტში გვაკლია მოთამაშეები ამ მენტალიტეტით, რადგან წაგებებს ვართ სამწუხაროდ მიჩვეულები. ძალიან გაგვიჭირდება ნებისმიერი თამაში თოკოს გარეშე. იმჰო
azri
05 ივლისი 2022 11:37
0
არც უკრაინის მწვრთნელია უკრაინელი.
დიმა
05 ივლისი 2022 10:39
0
ააა' კაცი! აბა ის იყოო, ჩვენი "მოძმე" ერების წარმომადგენელიი?!.. "ერთ ადგილზე" გაგვაგზავნეს, ჩვენ კი იხტიბარს არ ვიტეხთ, ჩვენი "ძმებიაო".
Sapienti Sat
05 ივლისი 2022 10:26
13
მამუც რო დაგვემატება და ბითაძეც მერე ძალიან საინტერესო იქნება ამ მაკრების თამაში... შენგელიას ძალიან მოკლებული აქვს ძველი შენგელია აღარაა სამწუხაროდ. ანდრონიკამ თუ ზრდა არ შეწყვიტა დიდი კალადბურთელი დადგება ამ ბავშვისგან. სამწუხაროდ ბურჯანაძეს ვერაფერს ვატყობ რომ რამე გამოვა მისგან
tbilisi
05 ივლისი 2022 09:41
1
12ქულა 10მოხსნა 7პასი 4ჩაჭრა ესპანეთან ტრავმიანმა გაკეთა ეს ყველაფერი მოედანზე თოკოსთან და თოკოს გარეშე ორი განსხვავებული ნაკრები დგას. სუ რო არაფერი აკეთოს სივრცებს უქმნის 4 კაცს სუ ორი სამი კაცი დასდევს თოკოს. ტყუილად კი არ ეხვეწება სკარიოლა და მთელი ვირტუსი თოკოს დარჩენას იტალიაში. კალათბურთი მარტო ქულები არ არი, ლიდერობა ხო საერთოდ. სახეზე მოძრაობაზე ეტყობოდა თოკოს რო რაღაც აწუხებდა თითის გარდა მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და ნაკრებს წინ მიუძღოდა როგორც ნამდვილი კაპიტანი.
ბათუ
05 ივლისი 2022 14:10
1
სკარიოლო-კაცი-ხარ...ჩვენც-გმადლობთ-ვაჟკაცობისა-და-კარგიკაცობისატვის...გისურვებთ-წარმატებებს...
svano magarski
05 ივლისი 2022 09:28
0
დასაფასებელი პროფესიონალი და ვაჟკაცია. ეტყობა, რომ სამხრეთელია ზოგიერთი ჩრდილოელი „მეგობრებისგან“ განსხვავებით.
ქართველი
05 ივლისი 2022 10:05
2
ა Ძმაო ნამდვილი Ჩემპიონი და Ღირსეული კაცი!
ყოᲩაᲦ
05 ივლისი 2022 08:01
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს,რატის, ესპანეთს და სკარიოლოს- გადახალისებური შემადგენლობისთვის, მცირე დღესასწაული არ გაგვიუფერულა, საინტერესოა რა წუნი შეამჩნია სკარიოლომ დარბაზს- რის დამთავრება ვერ მოასწრეს მშენებლებმა?! ეტყობა შეეკითხნენ და ევროპული მოკრძალებით შენიშნა. ... შემოდგომაზე ამდენი შეცდომით გაგვიჭირდება , ნეტა ზუროს ექნება რესურსი რომ ბიჭების რესურსიც ბოლომდე გააცოცხლოს და ნაკრებმა დღესასწაულები გვაჩუქოს ?!..
გუსანი
05 ივლისი 2022 06:41
17
ვაიმეე! ეს მოაჯირები მართლა რა საოცრებააა! უშველოს ვინმემ რამე სასწრაფოდ!!!
!!!
05 ივლისი 2022 12:18
0
ძალიან ბევრი მინუსი შევამჩნიე მეც დარბაზს, რომელიც გამოსასწორებელია აუცილებლად. პირველი და ყველაზე მთავარი, იარუსებს შორის მოაჯირები სასწრაფოდაა შესაცვლელი სანამ ვინმე არ გადავარდნილა და ტრაგედია არ მომხდარა.
Emre
05 ივლისი 2022 08:37
0
სულ უკრაინელ მწვრთნელს არა ჰგავს ეს პატიოსანი ესპანელი კაცი? მიიღე რა წაგება ამ კაცივით და აღიარე,რათ გინდა მოგების შემდეგ არაკაცური საქციელები.
status quo
05 ივლისი 2022 02:46
1
სკარიოლო დიდი პროფესიონალი და მაგარი ადამიანია,მაგრამ ესპანელი არ არის, ოტალიელია!
მასტერს
05 ივლისი 2022 08:40
0
არაკაცმა კაცური საქციელი როგორ უნდა ჩაიდინოს
ლევანი
05 ივლისი 2022 03:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული