ბითაძე თბილისში ჩამოვიდა და ნაკრებს შეუერთდა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძე ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ტრავმას მკურნალობდა, - იტყობინება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით.

ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, არის თუ ბითაძე სათამაშოდ სრულად მზად, მაგრამ რადგან ჩამოვიდა, დიდი ალბათობით ეროვნულ გუნდს დაეხმარება.

გოგას გარეშე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ შვიდი ამხანაგური შეხვედრა წააგო და 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებს უმასპინძლებს, 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო სექტემბერში თბილისში ევრობასკეტი დაიწყება, სადაც A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო არიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრები მინიმუმ მეოთხედფინალში გავა
kote
22 აგვისტო 2022 09:32
0
imedia gaamartlebs uvarjishebeli,ukombinacio,amdeni xani gamotova.
კუ კობსონი
21 აგვისტო 2022 22:00
0
მაკფადენი ვერ ისროდა ზუსტად და ყველა თამაში წავაგეთ, სადაც მაკფადენი კარგად ისვრის და სანაძეც თუ მიეშველება რამოდენიმე სამიანით, ყველას ვიგებთ, ფარქვეშ არავის არ ჩამოვრჩებით
გოგა
21 აგვისტო 2022 20:39
1
ცინცაძე რომ ძირითად გამთამაშებლად გეყოლება, რისი იმედი უნდა გქონდეს?! რატი და მაკფადენი სრულიად საკმარისია, რასაც დავაკვირდი, როცა ცინცაძე თამაშობს, მაკფადენი ვერ ქაჩავს.
21 აგვისტო 2022 19:43
3
არაა საჭირო წინასწარ ყველაფრის გადმოლაგება ამხანაგურებში.
დაე ეგონოთ რომ სუსტი დაცვა და პერიმეტრი გვაქვს.
ყველაფერი ევრობასკეტზე გამოჩნდება.
მჯერა ბერლინში მინიმუმ 2 თამაშს ვითამაშებთ!
ქომაგი
21 აგვისტო 2022 20:27
1
ჩვენი კოზირი უკანა ხაზი კაი ხანია არც ყოფილა და წინა ხაზი რომ იყოს ჩვეულად მოწოდების სიმაღლეზე უკანა ხაზის სისუტე მასეთი შესამჩნევი არ იქნება. ცუდია ის რომ სწორედ წინა ხაზში გვიჭირს
ზვიადი
21 აგვისტო 2022 19:07
0
წესით გოგა ძალიან შორს უნდა იყოს საჭირო ფორმისაგან,არც გუნდთან ერთად უვარჯიშია და მეეჭვება,გუნდს სათანადოდ დაეხმაროს.თუმცა რამდენიმე წუთით ბიჭებს სულის მოთქმის საშუალებას,სავარაუდოდ მისცემს ბიჭებს.ისინიც ძალიან ცუდ ფორმაში არიან და შეიძლება დიდი სხვაობაც აღარ ჰქონდეს.ჩვენი მთავარი პრობლემა უკანა ხაზია და იქ,აკროპოლისის თასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,შესაძლოა სასტარტოში რატიც დააყენოს.გამთამაშებლად არც ის ბრწყინავდა,მაგრამ ინდივიდუალურად მაინც იაქტიურებს.ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და თუ რადიკალურად არ შეიცვალა გუნდის განწყობა,ჩემი პესიმიზმი გამართლდება.ძალიან,ძალიან მინდა რომ შევცდე,ჩემს მოლოდინში.
სოსო
21 აგვისტო 2022 18:21
3

სიახლეები პოპულარული