მატჩის წინ ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ბოლდუინმა და მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ჯინჭარაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 19:21 დასრულდა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ვერ ისროდნენ, თუმცა შეტევაში მეტოქეზე კარგად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 37:25 მოვიგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები შენგელიას ძალისხმევით 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დანიამ სხვაობის 1 ქულამდე შემცირება შეძლო, ბოლოს ბურჯანაძემ ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 48:45 დაფიქსირდა.
მეოთხე პირიოდში მოწინააღმდეგე 1 ქულით გავიდა წინ, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თორნიკემ ისევ გაიბრწყინა, 3 ქულა ჩააგდო, ბოლო წუთზე სანაძის ორიანი არ ჩაითვალა, შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე ლარსენმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა. 6 წამით ადრე სანაძემ ორიანი ზუსტად ისროლა, ბოლო წამზე ლუნდბერგმა სამიანი ააცილა, გავიმარჯვეთ და საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13 მოხსნა), 16 ქულა სანაძემ, 6-6 ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა, 5 ოჩხიკიძემ, 4-4 შერმადინმა (9 მოხსნა) და ფევაძემ (5 მოხსნა), 2 კი ჯინჭარაძემ. დანიელთაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ლარსენი იყო. 11 ქულა იენსენმა ჩააგდო, 10 ლუნდბერგმა, ხოლო 8 შილდსმა.
შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს 24 თებერვალს ბელგრადში სერბეთთან ჩაატარებს.
ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა