მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს "ევრობასკეტის" საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და გუნდის წევრების მთლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე.

ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ ორი
კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.

მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ც-ს! შენი ჭკუით ახლა 2 კურდღელი დაიჭირე ხომ?! თოკოს და გიოს სახით სპორტსმენები დააკნინე და თან განათლებაზე მიგვანიშნე...ახლა ადექი და ბოლომდე "გაგვანათლე", ერთი დღევანდელი კულტურიდან და მეცნიერებიდან ვინ გეგულება ხსენებულ ჯილდოზე წარსადგენი ?! გვარ-სახელებით აბა ჰე, "დედამიწის ჭიპო", სამყარო შენს მოლოდინშია..
ვეტერანი
17:18 25-02-2025
0
Sportis ganvitarebas yoveltvis m8vesalmebi magram,shemdgar sporcmenebze zrunavt Marto da momaval sporcmebze rato ar fiqrobt Rom gaizardon?camalzea shemjdari mteli axali taoba.rato ar accept yuradgebas.shemdgar sporcmenebs iyenebt.ekvexvebit t,,,,da isinic vinujdeni Arian ro dagidget gverdshi.
Butxa
15:27 25-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული