საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
ციდან დედამიწაზე დავეშვით.არც ლოცვამ უშველათ.
maxo
03 სექტემბერი 2017 20:36
0
არა გვყავს ჩვენ კარგი კალათბურთელები
საშუალოზე დაბალი დონეა
ფაჩულია არ ვარგა
ცინცაძეც
r
03 სექტემბერი 2017 20:33
0
დამძიმდა სიტუაცია, იმედია გამოვიტანთ სწორ დასკვნებს. სათამაშო დისციპლინამ აშკარად დაგვაღალატა.
guri
03 სექტემბერი 2017 20:28
0
ძალიან საწკენია რო ამდენი ქების მერე ჩვენი ნაკრები ორ ისეთ მატჩს აგებს სადაც მოგებები იყო დაგეგმილი.ძალიან გაჭირდება ჯგუფიდან გასვლა.მითუმეტეს მასპინძლებტან ერთად ხომ მსაჯებიც იქნება დასამარცხებელი ისრაელთან,იტალიასთან კიდე ალბათ????
გიორგი
03 სექტემბერი 2017 20:21
0
12 დან 6 ტურისტი რომ გეყოლება ნაკრებში მაგის ბრალია. ცინცაძე 7ე
321
03 სექტემბერი 2017 20:03
0
უსუსური და არაფრის მაქნისი გუნდია, ლიტვა უბრალოდ ყარაულის თოფი იყო ფაქტია. ფაჩულია უბრალოდ ფორმაში არაა, შერმადინი მის ჩრდილ ქვეშ თამაშობს, შენგელიას მთავარი მინუსი არასტაბილურობაა და ცინცაძეზე,სათადარიგო სკამზე რა უნდა თქვა საერთოდ.... ამ ბოისების გამყრელიძეების წაყვანას ახალგაზდები წაეყვანა რაღაცას მაინც ნახავდნენ.
Boria
03 სექტემბერი 2017 19:53
0
ცინცადზე სად იპოვეთ.....ბოისა მომავლის კაცია
kaxa
03 სექტემბერი 2017 19:45
0
მემგონი დაგვიბერდა ნაკრები:)) ყველას გადაკეთებული აქ წლოვანება რაც ოფიციალურად უწერიათ იმაზე 3-4 წლით დიდები არიან ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები (დიქსონი არ ვიცი:) აქედან გამომდინარე 2 თამაშის ისეთ დონეზე ჩატარება როგორიც ლიტვასთან ვითამაშეთ უჭირთ. თან 7 კაცი გვყავს ამ ფედერაციის გადამკიდე ნათესავები და ძმები რამით ხო უნდა დააკავონ?? წადი ძმაო ისევ იცეკვე მემგონი უკეთ გამოგდის ხო ხედავ არ იცი ეს კალათბურთი!!!
Piko
03 სექტემბერი 2017 19:43
0
ევროპაზეც,აკროპოლისის თასზეც,ნაკრებმ საზიზღრად თამაშობს მეორე მეოთხედს და კარგად მესამე მეოთხედს...შემდეგ,თუეყო მესამემეოთხედის ქულები მკსაგებად,კი იგებს...თუ არა და მარცხდება...წინა ჯერზე გაგვიმართლა...გერმსნკასთან და უკრაინასთან აღარ...ეს მეორდეებაბკლო ორი თვეა თითქმის ყველა თამაშში და ჩემის აზრის ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა,რომელმაც ქრონიკული სახე მიიღო და ეს არის მწვრთნელის ბრალი,რადგან მეორდება ერთი დაიგივე და არ სწორდება...გუნდი არის აშკარად გადამწვარი...მწვრთნელმა ვერ გათვალა მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციები და იგი ვერ გაანაწილა ისე,რომ ყოფნოდა როგორც მოსამზადებელ პერიოდს,ასევე ევროპის პირველობას...გუნდს უკვე თავისი ვკზიკური შესაძლებლობები ამოწურული აქვს და ის ამოიწურა ლიტვასთან მოგების შემდეგ...და შესაბამკსად ეს მკქმედებსგუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე...ვიმეორებ,მწვრთნელმა ვერ გაანაწილა გუნდის ფიზიკური შესაძლებლლბები და ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია მნიშვნელოვან ფსიქოლოვიურ ნიუანსებს...ამის მიზეზხიც ისიც არის,რომ მწვრთნელი ცუდად იცნობს ზოგადად ქართველის ფსიქოტიპს...სწორედამიტომ იყო გაკვკრვებულმა და ცოტაგაღიზიანებულმა რომ თქვა ლიტვის თამაშის შემდეგ- კალათბურთელები ისე ზეიმობდნენ,თითქოს მხოფლიოს ჩემპიონატი მოიგესო...მაგრამ,ამაზე ზუროსს მაშინ უნდა მკექცია ჯეროვანი ყურადღება,როცა საბერძნეთთან ბოლო წამებზე ცინცაძის ჩაგდებული ბურთის შემდეგ კალათბჯრთელებმა სიხარულისგან ლამის პარკეტზე გორაობა დაიწყეს...სწორედ ფიზიკურ ფსიაოლოგიჰრი პრობლემა აქვს ეხლა საქართველკს ნაკრებს,თორე ინდივიდუალურად უკრაინელი კალათბურთელები გაცილებით ჩამოგვრჩებიან...თუნდაც ჩვენი და მათი კლუბები ავიღოთ...გოლდენ სტეიტი,სტრასბური,ესპანეთის ორი უმაღლესი კატეგორიის კლუბი...უკრაინელებს კი ორი საშუალო ესპანური და თურქული და დანარჩენებზე ლაპარაკიც კი არ ღირს...ვიმეორებ,გუნდის დღევანდელი მდგომარეობაში დამნაშავეა მთლიანად მწვრთნდლი...მან ვერ გათვალა ბევრი რამ,რაც უნდა გაეთვალა...ეხლა დარჩა ორი თამაში...იტალიასთან შანსი არ გვაქვს...ისრაელთან ვნახოთ,თუმცა აქაც მცირე შანსია...
ქუთაისი
03 სექტემბერი 2017 19:38
0
სამწუხაროდ წავაგეთ!!! კიდევ ერთი მოსაგები თამაში. ბიჭებს ისევ ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა ჯერ ისევ გვაქ შანსი ჯგუფიდან გასვლის. ნუ ჩამოვყრით ყურებს ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ბიჭების და ისინიც გააკეთებენ მაქსიმუმ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატებები !!! მაქსიმალური კონცენტრაციაა გვჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება.
Papuna
03 სექტემბერი 2017 19:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული