საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
გამამწყვეტ მომენტში ამდენი დაკარგვა, ამდენი შეცდომა . მარაზმია , მეტი არაფერი. ასეთი თამაშით არა ვართ ავრობასკეტზე დარჩენის ღირსი... ცინცაძე კიდევ აშკარად ტრამვით თამაშობს და დაასვენე კაცი, აბა სათადარიგოები რაში გვჭირდება?? ირბენენ მაინც... ფუუუუ
giorgi
03 სექტემბერი 2017 18:44
0
ანტიგმირები, რომლებსაც არ ვიცნობდით თურმე!!! ჯერ სადა ვარტ!!!!!!!!!!!!!
zaz
03 სექტემბერი 2017 18:44
2
მოხერხება უნდა იმას რომ გაცემული ავანსები ასე გააბათილო და ისიც აუტსაიდერთან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
B-52
03 სექტემბერი 2017 18:44
0
ამხანაგურებზე, რომ არ მეყურებინა არ მეცოდინებოდა ქე მაინც, სად არაის სახლში მომზადებული კომბინაციები?
სად არიან გამთამაშებლები, რატომ არ ამარაგებენ "ბოლო" პასით თავდასხმაში?
სად არის დიქსონის და ცინძაძის პასები შერმადინზე,შენგელიაზე? სად არის ზაზას, როგორც კაპიტნის ლიდერობა?
ბოლო წუთებზე, რომ მოგვეგო უკრაინისთვის, ეს იქნებოდა უსამართლობა.
გიო
03 სექტემბერი 2017 18:43
0
litvam uechveli mogvza tamashi, chveni realuri zala gamochnda germaniastan da ukrainastan, zaan adre davitket blataoba, es kartuli senia)))
duru
03 სექტემბერი 2017 18:43
1
ოოო უკვე მანერვიულებენ!
გია
03 სექტემბერი 2017 18:43
0
სტამბული გვერდზე დაგვრჩა, მარტო 3 მეოთხედის თამაში არ კმარა
zviadi
03 სექტემბერი 2017 18:42
0
MDAAAA
SSW
03 სექტემბერი 2017 18:42
0
მაგრად მიტყდება ამათი წაგება ესეთი სამარცხვინი თამაშით არაფერი ესაქმებათ ეურობასკეტზე ცინცაძეზე კიდე გავიმეორებ პირველი თამაში იმიტო მოვიგეთ რო მაგან ტრამვა მიიღო ძაან უკლასოა გამთამაშებელი რო ჯარიმას ვერ ისვრის გააგდე რა ესაქმება მაგას ნაკრებში
Simartle
03 სექტემბერი 2017 18:42
0
Ukraina rom mogigebs ase ushansod raga gundi gqvia.rogorc wina es tamashi shengelias uazro siscrafeshi dashvebulma shecdomebma mogvagebina.zurosi arafer shuashia
Oto
03 სექტემბერი 2017 18:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული