ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და ჯეიმს ჰარდენის გარეშე მოთამაშე მასპინძლები ანგარიშით 124:114 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრდაციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 14:23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორი საჯარიმო.

"უორიორსიდან" ყველაზე სასარგებლო დრეიმონდ გრინი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. გრინმა 17 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა
ერიკ გორდონმა ჩააგდო, ჯერალდ გრინი კი გუნდს 29 ქულით შეეწია, ხოლო კრის პოლმა 28 ქულა ჩააგდო. თუმცა ჰიუსტონელების ეს მონაგარი არასაკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად.

სტეფ კარიმ 29 ქულა ჩააგდო, რასაც 28 ქულა კლეი ტომპსონმა მიამატა. ტრავმის გამო არ უთამაშია კევინ დურანტს.

ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში უახლოეს მდევარს, "ჰიუსტონ როკეტსს" უკვე 4 მოგებით უსწრებენ. "უორიორსმა" 31-ე გამარჯვება მოიპოვა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 7 იანვარს, ჩვენი დროით 00:30 საათზე, "კლიპერსთან"  გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული