6 ოქტომბერს ლიგე ენდესას მესამე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე 78:52 მოუგო "ობრადორიოს".
ამ მატჩში მაკფადენი პარკატზე საუუკეთესო იყო: 30:11 წუთში 25 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო), 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 გახლდათ და მატჩის MVP გახდა.
ის ზედიზედ მეორე ტურში გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
ცნობისათვის, მაკფადენის შემდეგ ყველაზე შედეგიანები 12-12 ქულით კოლტონ ივერსონი, ხავიერ ბეირანი (ორივე ტენერიფე) და ბენჟამინ სიმონსი (ობრადორიო) იყვნენ.
"ტენერიფემ"
ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე 2 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.