21 ნოემბერს ევროთასის მე-8 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე "მორნარ ბარი" გაანადგურა 113:76.
შერმადინმა მხოლოდ 14:24 წუთი დაჰყო პარკეტზე და 19 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მან 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ამას გარდა 4-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მალაგური გუნდი "უნიკსთან" ერთად ჯგუფის ლიდერია (7-7 მოგება აქვთ) და 12 დეკემბერს ყაზანში შეხვდება.