nbadraft.net: გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე 24-ე ნომერი იქნება და "ფილადელფია" აიყვანს

AutoSharing Option
nbadraft-მა 2019 წლის სავარაუდო რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 24-ე ნომერია.

ბითაძეს ალბათ, "ფილადელფია სიქსერსი" აიყვანს.

საიტმა ბითაძე 2017 წელს დეტალურად ასე დაახასიათა და თავად გამოიტანეთ დასკვნა, თუ რომელ კომპონენტში როგორი პროგრესი განიცადა.

ძლიერი მხარეები
მისი პოზიციისთვის კარგი სიმაღლე აქვს, ბალანსიც და მობილურობაც. ძალიან ძლიერი ბიჭია... ენერგიულია, თამაშობს აღმაფრენით, არ ეშინია კონტაქტისა და ორთაბრძოლების, წლების განმავლობაში კი ზედმეტი წონა მოიცილა და სხეული განუვითარდა. პოზიციას არჩევს და კარგად ხტება. უბურთოდაც ბევრს მუშაობს. მოქნილი ფეხების საშუალებით ადვილად ხტება და ტენის
ბურთს კალათში. გრძელი ხელების საშუალებით საჰაერო ორთაბრძოლების მოგება შეუძლია. დიდი პოტენციალი აქვს. თავისუფლად ესვრის პერიმეტრიდან. იშვიათად აგებს დაცვაში ფარს. მეტოქეები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს.

სუსტი მხარეები
არ ჰყოფნის ფეთქებადობა. მისი მეორე ნახტომი ხანდახან პირველს ჩამოუვარდება. მართალია, სხეულის აღნაგობა გაუუმჯობესდა, მაგრამ ამ მხრივ სრულყოფას საჭიროებს. ზედმეტად ემოციურია, რაც ყოველთვის დადებით შედეგს არ იღებს, რადგან ფოკუსირებას კარგავს. უფრო ძლიერ მოთამაშეებს შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან. უჭირს კონტაქტის შემდეგ მოძრაობა. მთავარი ნაკლი გამოუცდელობაა. სხვადასხვა მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო და დასახვეწი. საშუალო სისწრაფე აქვს მოსამატებელი და ნაკლები პერსონალური უნდა მიიღოს. ვერტიკალურობის კანონი აქვს შესასწავლი და ყოველთვის არ უნდა წავიდეს ბლოკირებაზე.

საერთო შეფასება
აშკარად პროგრესირებს. უკვე ცენტრის გარდა სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. თუ პერიმეტრიდან სროლებით მეტოქეს მუდმივ საფრთხეს შეუქმნის და აღნაგობის გასაუმჯობესებლად მუშაობას გააგრძელებს, მართლაც საინტერესო პერსპექტივა ელის.

შენიშვნა
მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა და ევრობასკეტ 2017-ზე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი იყო. თავის გუნდში, "მეგა ბემასში" ყველა ტურნირზე ღირსეულად ითამაშა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვფიქრობ - უპირატესად ფ ი ზ ი კ ა, დანარჩენი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნიჭიერი და შრომის მოყვარე ბიჭი ჩანს და სუპერ კლასის მოთამაშე შეიქმნება!
გლახუნა
14:32 19-12-2018
1
ახლა კიდევ ენბიეივოუთ გოგაბითაძე მაკრეფინეთ,ძლივს ზაზა თავიდან მოვიშორე. დაეტიოს მონტენეგროს ლიგაში თუ სადაც არის
გულმხურვალე გულშემატკივარი
14:00 19-12-2018
4

სიახლეები პოპულარული