23 დეკემბერს, ლიგა ენდესას მე-13 ტურში "ბასკონიამ" მალაგაში უპრობლემოდ სძლია "უნიკახას" 81:64.
"ბასკონიას" კაპიტანს თორნიკე შენგელიას აშშ-ში მესამე შვილი შეეძინა და კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 29:04 წუთში 13 ქულით შეეწია (2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ანდალუსიური გუნდის ცენტრმა გიორგი შერმადინმა 14:58 წუთში 8 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მოაგროვა.
"ბასკონია" 10 მოგებით
მეორე ადგილზეა, "უნიკახა" კი 9 მოგებით მეოთხეზე.