Sex, Droga, Bitadze Goga - რატომ უმღერეს "ბუდუჩნოსტის" ფანებმა ქართველ ტალანტს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგაზე "გრან კანარიასთან" მოგებულ (75:70) მატჩში გოგა ბითაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

მოგებული შეხვედრის შემდეგ "ბუდუჩნოსტის" ფანებმა 19 წლის ქართველი ახალგაზრდისთვის სიყვარულის გამოსახატად სიმღერა დაიწყეს.

"Sex, Droga, Bitadze Goga" - სკანდირებდა მთელი დარბაზი.

ბევრმა ვერ გაიგო თუ რატომ მიუძღვნეს მაინც და მაინც ეს სიმღერა ფანება ბითაძეს, თუმცა მალე ამ ამბავსაც აეხადა ფარდა.

"იყო ასეთი სერბი კალათბურთელი - დეიან ბოდიროგა. ევროპული კალათბურთის ხატი,
იუგოსლავიური კალათბურთის ღმერთი.

ერთადერთი, მხოლოდ ოლიმპიადის ოქროს ვერ მიაღწია. 1996 წელს, ატლანტაში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ლეგენდარულ "დრიმ თიმთან" ვერას გახდა და ვერცხლს დასჯერდა.

თუმცა, ეს წყენა უპასუხოდ არ დაუტოვებია. რამდენიმე წელში, კერძოდ, 2002 წელს ინდიანოპოლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ სტადიაზე, მისი ლიდერობით იუგოსლავიამ მასპინძელ აშშ-ს გადაუარა. გადამწყვეტ მატჩში კი, არგენტინელებთან ორიოდე წუთით ადრე 8 ქულით მარცხდებოდნენ და როგორ გგონიათ, ვინ აიღო ზედიზედ 8 ქულა და ვინ გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში?! კი, დეიან ბოდიროგამ. დამატებით დროში კი, იუგოსლავიამ იმარჯვა.

ასე აჩუქა მეორე ოქრო ბოდიროგამ მის ქვეყანას და იმ დღიდან ის გახდა ყველასთვის საფიცარი ხატი, ხელშეუხებელი კერპი.

Sex, Droga, Bodiroga... Sex, Droga, Bodiroga... უმღეროდა მთელი კარიერა მას იუგოსლავია.

გადის წლები და პოდგორიცაში გადაჭედილი, ექსტაზში მყოფი საკალათბურთო დარბაზი სიყვარულით გაჰყვირის:

Sex, Droga, Bitadze Goga... Sex, Droga, Bitadze Goga...

მათი კერპის რეინკარნაცია, ხილული სასწაული.

მსოფლიომ უკვე იცის, ახალი ვარსკვლავი დაიბადა!" - წერია გოგა ბითძის "ფეისბუქზე".

altგოგა ბითაძემ ევროლიგაზე 16 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

altსერბული პრესა გოგა ბითაძეზე - "ბუდუჩნოსტის" გულშემატკივრებს უყვართ ახალი გმირი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბითაძე რომ უმაგრესი გვყავს ეს გასაგებია მაგრამ ეს Sex (სექსი) და Droga (ნარკოტიკები) კალათბურთთან რა კავშირშია ცოტა ვერ მივხვდი. სერბები ეტყობა კალათბურთზე ნატ...ურები და გაბრუებულები დადიან :)
მალხაზი
29 იანვარი 2019 17:12
2
მადლობა გოგა, სიტყვები არ მყოფნის. თავიიანთ ღმერთს შეადარეს, რამხელა დაფასებაა. დიახაც რომ ახალი ვარსკვალავი დაიბადა, ჩვენ თუ ჩვენს გადამეტებულად ვაფასებდით, თვით სერბებმა თავიიანთ ღმერთ შეადარეს. ვინ ვინ და მათ არაფერი შეეეშლებათ. წარმატებები და მჯერა კიდევ ბევრს გაგვახარებ. მაგრად მეამაყები.
Geo_Dinamo
29 იანვარი 2019 01:28
0
ვის ეპარება ეჭვი , რომ ქართველი ერი უნიჭიერესია და აბსოლუტურად ყველა სფეროში, სპორტის ყველა სახეობაში მიაღწევს სერიოზულ წარმატებებს ?! მაგრამ მისთვის საჭიროა

ე რ თ ო ბ ა, ერთიანობა, იდეური, მენტალური და ძველი - ქართული ცხოვრების წესის აღდგენა -,, მტრის- მტრისას, მოყვარეს მოყვრისა,, - მცოდნე ურთიერთ - ღირსების დაცვით, ურთიერთ პატივისცემით ავაშენებთ - თანამედროვე დემოკრატიულ- სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემას ,მის პროგრესს და წარმატებას ; ეკონომიკურად, ფინანსურად, სოციალურად ... ძალიან ცდილობენ ჩვენი მტრები სწორად ქართველთა დაყოფა - დაპირისპირებას და მისთვის ,,მუშაობენ,, სოციალურ ქსელებში თუ მედიაში...სიძულვილი- დემაგოგიის მიზანმიმართული პროპაგანდით და შ ე ვ წ ყ ვ ი ტ ო თ (!) - დავფიქრდეთ მაინც -რომელს არ უხარია თითოეული ქართველის, თუ საქართველოს მოქალაქის წ ა მ ა ტ ე ბ ა, ვის არ დაუმალია სიხარული ცრემლები მისთვის, რომელ ნაც- ს, ქოც- ს, ზვიადისტს, თუნდაც კრიმინალური სამყაროს ხალხს ?! და ხოოოდა - ერთად განვსაზღვროთ - როგორ განვავითაროთ და განვამტკიცოთ - სახელმწიფოებრიობა და ვიმოქმედოთ ერთობით ( ხო ვხედავთ - 2012 წლიდან სახელმწიფოებრიობის განმტკიცება აბსოლუტურად გამორიცხულია - ავტორიტარულ - ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის პოლიტიკური სისტემით ?!) . გვახსოვდეს ,, თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მეკედონელიც ვერ უშველის, რადგან ...,,
გლახუნა
28 იანვარი 2019 22:02
1
აი,გლახუნა, ხომ ხედავ, შენც 2012 წლიდანო. ანუ მანამდე კარგი იყო და მერე გაფუჭდაო. ეჰ, რა კარგად დაიწყე შენი წერილი. მაშინ მე (და კიდევ ნახევარზე მეტი საქართველო) გკითხავს - 2012 მდე რა წკლანური მმართველობა იყო. მე ასევე გკითხავ (ძალიან ძალიან ბევრ ზვიადისტებთან ერთად) 1992 წლიდან რა უბედურება გვჭირდა? და ა.შ.. ამიტომ... თავი და თავი 2011-12 წლების მოვლენებშია. ის უნდა გაანალიზდეს და მერე სხვა ბაასი უაზრო იქნება. გოგა კი ფენომენალური ბიჭია. მთავარი - დაუზარელი, შრომა არ ეზარება (როგორც ქართველთა უმეტესობას)! ამიტომაც მიაღწევს ბევრს! ამიტომაც უყვარს მთელ საქართველოს! წარმატებები! Sex, Droga, Bitadze Goga!!!!!!
alexandre
29 იანვარი 2019 10:36
0
ვოი საქართველოს დიდო სარდალოოო.... კურცხალი მევიწმინდე ჩუმად :))
მიროსან
28 იანვარი 2019 18:45
0
ძაან მიხარია! გაიხარე გოგგა და ჩვენც გვახარე! ვამაყობ!!!
soxumeli veterani
28 იანვარი 2019 16:23
0
ვაუ, ის კინო გამახსენდა, პირველი მერცხალი, იცით ბატონებო, რას ნიშნავს ეს? დეიან ბოდიროგასთან შედარება და მისი სიმღერა გოგას რომ უმღერეს, ეს უფრო მეტია დამიჯერეთ, ვიდრე ნბა-ში გადასვლა, თუნდაც გრანდ გუნდში! ყოჩაღ გოგა, ჩვენი ბრილიანტი ხარ!!!
28 იანვარი 2019 14:42
0
მიდი გოგა მაგარი ხარ!იუგოსლაველები(სერბები) რომ ამას ყვირიან საამაყოა,რადგან ისინი კალათბურთის აზზე არიან,როგორც ბრაზილიელები ფეხბურთის.მალე დადგებოდეს ნეტა ის დრო,რომ აქ(ნბა-ში)ვნახო შენი თამაში ლაივში.წარმატებები!
კახა ქირია
28 იანვარი 2019 14:31
0
გამაჟრიალა)) მაგარია
guriidan
28 იანვარი 2019 14:25
0
ამაზე უფრო დიდი ბედნიერება რა იქნება ადამიანისტვის გაიხაროს სჰენმა გამზდელმა დედამ.საამაყო ბიჰუნა.გაახარე ქარტული მსჰიერი ერი.გფარავდეს უფალი.
bajo
28 იანვარი 2019 14:11
0
შეიძლება ცოტა ნერვოზულია, მარა ცრემლი კი მომადგა თვალზე...))) მიდი გოგა, მიაწექი!!!
28 იანვარი 2019 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული