"უნიკახას" ცენტრი გიორგი შერმადინი ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად თებერვლის საუკეთესო მოთმაშედ აღიარეს.
"უნიკახამ" ერთმანეთის მიყოლებით სძლია "რეალსა" და "მანრესას" და შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი ორივე მატჩში 27 იყო. მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "ბურგოსის" ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა.
შერმადინი უკვე მეოთხედ დაასახელეს ესპანეთის ჩემპიონატზე თვის საუკეთესო მოთამაშედ.
"უნიკახა" 13 მოგებით მეოთხე ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "ბასკონიას" დაუპირისპირდება.
გიორგი შერმადინმა "მანრესას" 19 ქულა ჩაუგდო - "უნიკახამ" საოცარი გამარჯვება მოიპოვა
"უნიკახამ" ოვერტაიმში "რეალი" დაამარცხა - გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა! [VIDEO]