ამერიკული გამოცემა hoopshabit-ი "ინდიანას" 3 კალათბურთელის შესახებ წერს, რომლებიც NBA-ს მომავალ სეზონში "აფეთქების" კანდიდატები არიან, ასე ვთქვათ, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩენს თავს. აარონ ჰოლიდეისა და მაილს ტერნერთან ერთად გოგა ბითაძეც არის.
აი, რას წერს საიტი გოგას შესახებ:
"ინდიანა პეისერსი" მაღალი ბითაძისათვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა. მწვრთნელი ნეით მაკმილანი ამბობს, რომ ორი მაღალი კალათბურთელი - ტერნერი და საბონისი ძირითადში ერთად ითამაშებენ.
ეს ნიშნავს, რომ გოგას შანსი აქვს, საკმაო წუთები მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ საბონისი ან ტერნერი ტრავმას მიიღებს, ის პირველივე სეზონში ძირითადის
კალთბურთელიც შეიძლება გახდეს.
გოგა ბითაძე "ინდიანას" დრაფტზე ლატარიაში გვიან მოგებული ბილეთივით ხვდა წილად, რადგან არავინ იყო დარწმუნებული, თუ რა არის ბითაძის მაქსიმუმი. თუ ის გაჰყვება ათლეტური აღმოსავლეთევროპული სტილის მაღალი კალათბურთელების სტილს, რასაც ის ევროპაში თამაშის დროს აკეთებდა, მისი მაქსიმუმი, ალბათ, ნიკოლა იოკიჩის დონეა.
მაგრამ, თუ ის უბრალოდ მაღალი ბიჭია, რომელსაც გაბარიტების გარდა, სხვა არაფერი აქვს და თამაში არ შეუძლია, მისი სიმბოლური კომპანიონი თანამემამულე ნიკოლოზ ცქიტიშვილი იქნება, რომელიც 2002 წლის დრაფტის დროს "დენვერმა" მე-5 პიკად აიყვანა და დრაფტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს იმედგაცრუებად ითვლება, რომლის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ მატჩში 2.9 ქულა იყო.
თუმცა, თუ იმას განვიხილავთ, რომ საბონისი მაკმილანმა "ოკლაჰომაში" გატარებული საშინელი პირველი სეზონის შემდეგ ლეგიტიმურ მე-6 კაცად აქცია, ბითაძის მომავალი საიმედო წინასწარმეტყველების საფუძველს იძლევა.
საბონისი 40-ზე უფრო დაბალი პროცენტით ისროდა და მისი მოედანზე ყოფნის დროს "ოკლაჰომა" 1.2 ქულით აგებდა, ახლა კი პლეი-ოფის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
იმასაც თუ დავამატებთ, როგორ დაეხმარა მაკმილანი ტერნერს კარიერულ ზრდაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინდიანა" ბითაძისაგან საუკეთესო ვარიანტს მიიღებს.
თუკი გოგა ბითაძე მართლაც ის არის, ვინც ჩვენ გვგონია და მოლოდინებსაც გაამართლებს, ის აუცილებლად იქნება წლის დებიუტანტის წოდების პრეტენდენტი".
'საბონისი 40-ზე უფრო დაბალი პროცენტით ისვრიდა". ისროდა და რა "ისვრიდა". 40 პროცენტით თუ "ისვრიდა" კაი სუნს დააყენებდა))))